Foreign Policy გენადი ონიშენკოს რუსეთის უცხოური პროდუქტის მეფეს უწოდებს

Foreign Policy გენადი ონიშენკოს რუსეთის უცხოური პროდუქტის მეფეს უწოდებს

"რუსეთის უცხოური პროდუქტის მეფე", - ამ სათაურით აქვეყნებს Foreign Policy ქეთლინ ფოსეტის სტატიას რუსეთის მთავარ სანიტარ გენადი ონიშენკოზე. როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, შესაძლოა ვინმემ არ იცოდეს, ვინ არის გენადი ონიშენკო, მაგრამ თუ მის პირად მოსაზრებებს დაეჯერება, ის რუსი ჩინოვნიკია, რომელიც მარტოდმარტო ზრუნავს საზოგადოების ჯანდაცვის კრიზისის თავიდან აცილებაზე, რომელიც საზღვარგარეთის ქვეყნების ჯანმრთელობისთვის მავნე სასურსათო პროდუქციით არის გამოწვეული. ქეთლინ ფოსეტი ასევე აღნიშნავს, რომ სხვებისთვის რუსეთის მთავარი სანიტარი გენადი ონიშენკო რუსეთის მთავარი მწარმოებელიცაა, რომელიც საკვების უსაფრთხოებაზე დაშინებით აწარმოებს გეოპოლიტიკურად მოტივირებულ სავაჭრო ომს სხვა ქვეყნებთან, განსაკუთრებით საბჭოთა კავშირის ყოფილ რესპუბლიკებთან.

"გასულ კვირას "როსპოტრებნადზორის" ხელმძღვანელმა 2006 წელს ქართულ პროდუქტებზე დაწესებული აკრძალვის მოხსნიდან 7 თვის შემდეგ, 28 ქართული ალკოჰოლური პროდუქტი დაბლოკა რუსეთის ბაზარზე. მან ასევე არ შეუშვა რუსულ ბაზარზე ლიტვური პროდუქცია, რომელიც მისი თქმით, თითქოსდა საფრთხეს უქმნის რუს მომხმარებელს. დაწუნებულ პროდუქტთა ნუსხაშია უკრაინული შოკოლადი, მოლდოვური ღვინო და ამერიკული ხორციც. აღსანიშნავია, რომ ამ პროდუქტების აკრძალვა ონიშენკოს მიერ დაწუნებულ ქვეყნებსა და ნატო-სა და ევროკავშირს შორის სავაჭრო ურთიერთობების დათბობას მოჰყვა, რაც არ მოსწონთ კრემლში, სადაც ყველანაირად ცდილობენ აიძულონ მეზობლები, გაწევრიანდნენ რუსეთის საბაჟო კავშირში", - ნათქვამია ამერიკული გამოცემის სტატიაში.

ავტორი ასევე წერს, რომ ონიშენკო მტკიცედ აღიარებს რუსეთის საკვები პროდუქტის ღირებულებას და რამდენიმე ხნის წინ ტრიბუნიდანაც კი მოუწოდა რუსებს, დაეცხროთ უცხოური პროდუქტებისადმი სურვილი "საკვები პატრიოტიზმის" სასარგებლოდ.

"ონიშენკო უარყოფს, რომ უცხოური პროდუქტის აკრძალვა პოლიტიკურად მოტივირებულია, მაგრამ აკრძალვების გარშემო შექმნილი ვითარება საწინააღმდეგოზე მეტყველებს", - წერს ქეთლინ ფოსეტი.

სტატიის ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ ივნისში გამართულ პრესკონფერენციაზე, როცა რუსეთის ბაზარზე ქართულ ღვინოსა და მინერალურ წყლებზე აკრძალვა მოიხსნა, გენადი ონიშენკომ ქართველებს ყურძნისგან ღვინის კეთების პრაქტიკა დაუწუნა.

"შესაძლოა, ონიშენკოს არაფერი აღიზიანებს იმაზე მეტად, ვიდრე საქართველოში დამზადებული ღვინოა – ასევე იმ ქვეყანაზე, რომელსაც სავარაუდოდ ყველაზე დაძაბული ურთიერთობა აქვს რუსეთთან", - წერს ქეთლინ ფოსეტი და ციტირებს რუსეთის მთავარი სანიტრის კომენტარს, რომელმაც რამდენიმე თვის წინ განაცხადა, რომ ქართველები ყურძენს ღვინისთვის აფუჭებენ და ისინი ამ წმინდა პროდუქტისგან ალკოჰოლს ამზადებენ.

ქეთლინ ფოსეტი ასევე წერს, რომ ქართულ მინერალურ წყალზე საუბრისას, ონიშენკო ნოსტალგიამ შეიპყრო და განაცხადა, რომ ქართული მინერალური წყლები ის აღარ არის, რაც საბჭოთა კავშირის დროს იყო.

"რა თქმა უნდა, ეს არ არის უჩვეულო იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც გეოპოლიტიკური მეტოქეების დასასჯელად და მოსადრეკად სავაჭრო აკრძალვებს იყენებს. მაგრამ ძალიან გაგიჭირდებათ იმ ქვეყნებში ისეთი გეოპოლიტიკური გავლენის მქონე საკვების უსაფრთხოების ინსპექტორის პოვნა, როგორიც რუსეთის უცხოური პროდუქტების მეფეა", - წერს ქეთლინ ფოსეტი.

მომზადებულია Foreign Policy-ს მიხედვით.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა