ბიძინა ივანიშვილი - 27 ოქტომბრიდან ერთ კვირაში იქნება ცნობილი, ვინ გახდება ახალი პრემიერი

ბიძინა ივანიშვილი - 27 ოქტომბრიდან ერთ კვირაში იქნება ცნობილი, ვინ გახდება ახალი პრემიერი

27 ოქტომბრიდან ერთ კვირაში ცნობილი იქნება, ვინ გახდება საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა "პირველ არხის" საინფორმაციო გამოშვება "მოამბეში", სოფო მოსიძისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა

"ერთი კვირის განმავლობაში მე ვფიქრობ შეთანხმებული იქნება საბჭოსთანაც და კოალიციასთანაც", - აღნიშნა ივანიშვილმა. კითხვაზე, აქვს თუ არა კანდიდატურა გადაწყვეტილი, ივანიშვილის თქმით, დიდი ხანია აკვირდება რამდენიმე ადამიანს და საკუთარი პრიორიტეტებიც აქვს. "კარგია, რომ არჩევანის საშუალება მაქვს. კარგი პრემიერი ეყოლება ქვეყანას", - განაცხადა ივანიშვილმა.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა