რუსმა ბაიკერებმა სვეტიცხოველი მოილოცეს

რუსმა ბაიკერებმა სვეტიცხოველი მოილოცეს

გუშინ სვეტიცხოვლობა მცხეთაში ქართველ მართლმადიდებლებთან ერთად რუსმა ბაიკერებმაც აღნიშნეს. კლუბ "ღამის მგლების" წევრები საქართველოში საგანგებოდ დღესასწაულთან დაკავშირებით ჩამოვიდნენ.

"ამაზე ჯერ კიდევ ზაფხულში, კიევში, რუსეთის გაქრისტიანების 1025-ე წლისთავის აღნიშვნისას შევთანხმდით. მაშინ მართლმადიდებელი ეკლესიის სხვა წარმომადგენლებთან ერთად კიევში იმყოფებოდა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე", - განუცხადა სააგენტო ИТАР-ТАСС-ს ბაიკერ-კლუბის თავმჯდომარე ალექსანდრ ზალდოსტანოვმა.

ზალდოსტანოვი რუსეთში ერთ-ერთი უძველესი ბაიკერული კლუბის "ღამის მგლების“ დამფუძნებელი და ლიდერია. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი არაერთხელ შეხვედრია ამ კლუბის წევრ ბაიკერებს და მათთან ერთად მოტოციკლებითაც უმგზავრია.

მცხეთაში სადღესასწაულო მღდელმსახურებას ესწრებოდნენ ასევე რუსეთის დელეგაციის წევრები, რომლებმაც საქართველოში, გამოფენის მოსაწყობად, წმინდა სერგის სამების ლავრიდან ღვთისმშობლის ხატები ჩამოაბრძანეს. ექსპოზიცია 40 სიწმინდეს აერთიანებს, რომელთა შორისაც არის ХIV-ХVIII საუკუნეების ხატები, თანამედროვე ნამუშევრები და წმინდანების ნაწილებით გამშვენებული ხატები.

სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით მცხეთაში გუშინ საზეიმო ღონისძიებები გაიმართება. როგორც სააგენტო "ინტერპრესნიუსს" საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროდან აცნობეს, ღონისძიებებს მინისტრის მოადგილეები - ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკი და ალექსანდრე მარგიშვილი დაესწრნენ, ასევე, მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და სასპორტო დაწესებულების გაერთიანების წევრები, საპატრიარქოსა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები.

მცხეთაში იმყოფებოდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, რომელმაც სვეტიცხოველში სადღესასწაულო საღვთო ლიტურგია წმინდა სინოდის წევრებთან ერთად ჩაატარა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია