15 ოქტომბერს სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღე აღინიშნება

15 ოქტომბერს სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღე აღინიშნება

15 ოქტომბერს, სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღე აღინიშნება. როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამიდან (UNDP) აცნობეს, ამ დღეს, კაჭრეთის პროფესიულ კოლეჯში "აისი" გაიმართება სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გამოფენა და სამუშაო კონფერენცია.

კაჭრეთს ეწვევა 50-ზე მეტი ფერმერი და საკრებულოს წევრი ქალბატონი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, ასევე მთავრობის, პარლამენტისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

გამოფენა-გაყიდვაზე წარმოდგენილი იქნება ფერმერ ქალთა მიერ წარმოებული პროდუქცია - ხილი და ბოსტნეული, კონსერვები, მარინადები და ღვინო. გამოფენის შემდეგ გაიმართება დისკუსია, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სოფლის მეურნეობის სამინისტროს და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები, ასევე პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიგლა აგულაშვილი.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია