თბილისი უჰაერობით იხრჩობა?

თბილისი უჰაერობით იხრჩობა?

ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება XXI საუკუნეში დიდ პრობლემად იქცა. პრობლემაა. მსოფლიოს დიდი ქალაქების უმეტესობა მრავალი წელია ამ სირთულის წინაშე დგას, თუმცა სახელმწიფოს კოორდინირებული მუშაობითა და სოლიდური თანხების მობილიზებით ბევრმა ქვეყანამ უფრო უსაფრთხო გახადა ქალაქებში ცხოვრება. ექსპერტები საგანგაშოდ მიიჩნევენ თბილისის ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებას. გარემოს დაცვის სააგენტოც არ უარყოფს, რომ დაბინძურების დონე აღემატება ზღვრულად დასაშვებ ნორმას. გაურკვეველია, სახელმწიფო მალავს ქალაქში შექმნილ მდგომარეობას თუ მოძველებული ტექნიკის გამო ვერ ახერხებს ზუსტი ანალიზის გაკეთებას. პრობლემა უხარისხო საწვავისა და მეორადი ავტომანქანების იმპორტით კიდევ უფრო მწვავდება. თავს იჩენს შიდა პრობლემებიც, როგორიც არის დაუსუფთავებელი ქუჩები და უკონტროლოდ მიმდინარე მშენებლობები.

თამარ მაღლაკელიძე, გარემოს ეროვნული სააგენტოს გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე: - დაბინძურების მთავარი მიზეზი ავტოტრანსპორტი და უკონტროლო მშენებლობებია. პრობლემაა ისიც, რომ მერიის სამსახური ქუჩებს არ რწყავს. აგვისტოში გარემოს ეროვნული სააგენტოს გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტმა მტვრის კონცენტრაციის განსაზღვრის მიზნით 63 ანალიზი გააკეთა, აქედან 45 შემთხვევაში მტვერი მეტი იყო ნორმაზე. მტვრის მაქსიმალური კონცენტრაცია ზღვრულად დასაშვებ ნორმას 2,6-ჯერ აღემატებოდა, ნახშირჟანგის მაქსიმალური კონცენტრაცია კი მხოლოდ 2 შემთხვევაში აღემატებოდა ნორმას.

- ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქალაქში საგანგაშო მდგომარეობაა?

- საგანგაშო მაშინ იქნება, თუ ზღვრულად დასაშვებზე 5-ჯერ მეტი დაბინძურება დაფიქსირდება. თბილისის ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობა ნორმალური არ არის, მაგრამ საგანგაშო ჯერჯერობით არ არის.

- როგორც სამინისტროში მითხრეს, თანამედროვედ აღჭურვილი მხოლოდ ერთი ავტომატური სადგური გაქვთ, დანარჩენი მოძველებულია. რატომ გამორიცხავთ, რომ სხვა ნივთიერებებიც არ გამოიყოფა, რომლის გაზომვასაც ვერ ახერხებთ?

- გეთანხმებით. იმედია, შევცვლით ავტომატურ სადგურებს, რაც მოგვცემს საშუალებას, განვსაზღვროთ მეტი დამაბინძურებელი ინგრედიენტი და მივიღოთ დედაქალაქის ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების რეალური სურათი.

ინგა ღვინერია, ჯანდაცვის ექსპერტ-ტოქსიკოლოგი: - დედაქალაქში ქრონიკულად დაბინძურებული ჰაერია. შედარებით სუფთა უბნებშიც კი არასახარბიელო მდგომარეობაა, რაც უშედეგოდ არ ჩაივლის.

- გარემოს ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი ზღვრულად დასაშვებზე 2,6-ჯერ მეტ მაჩვენებელს საგანგაშოდ არ მიიჩნევს.

- თავს იმით ვიმშვიდებთ, რომ არ აღემატება ათჯერ და ოცჯერ დასაშვებ ზღვარს. ამბობენ, მაჩვენებლები საგანგაშო არ არისო, აბა, გაეცნონ სტატისტიკას, დაესწრონ ონკოლოგების კონფერენციებს და მერე თქვან, არის თუ არა თბილისში დაბინძურებული ჰაერი, ნახონ, როგორ გახშირდა ბავშვებში ალერგია და რესპირატორული დაავადებები. მავნე ნივთიერებების შესუნთქვას უეცარი ეფექტი არ ახლავს, მაგრამ განსაზღვრული ხნის შემდეგ სერიოზული პრობლემები იჩენს თავს. საშიშია ბავშვების მდგომარეობა, რომელთა ორგანიზმშიც ყველაზე მეტი რაოდენობით ხვდება მტვერი, რადგან მიწასთან ახლოს არიან. თბილისში ცხოვრება ასევე რთულია ქრონიკული ავადმყოფებისთვის.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია