თბილისში მინისტრი ქალის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალა ვრცელდება?

თბილისში მინისტრი ქალის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალა ვრცელდება?

ფარული ვიდეოჩანაწერების თემა გრძელდება.  დაახლოებით ნახევარი საათის წინ ჟურნალისტმა ეკა ხოფერიამ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე  პოსტი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ვიგებთ, რომ პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეომასალებს ტელეფონებზე აგზავნიან.

"ოდესმე ვიცხოვრებთ ისეთ ქვეყანაში, სადაც მთავარი ამბავი ვიღაცეების ფარული "სექსების" ჩანაწერები არ იქნება?"- წერს ხოფერია. ჟურნალისტი  წერს, რომ ეს "აშკარად მონტაჟია".

აღნიშნულ ინფორმაციაზე საუბრობს ჟურნალისტი ელისო კილაძეც. გავრცელებული ინფორმაციით, თბილისში მობილური ტელეფონების საშუალებით მინისტრი ქალის, დეპუტატისა და პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები ვრცელდება. ამასთან დაკავშირებით, "ამბები.გე"-სთან  კომენტარი ჟურნალისტმა ელისო კილაძემ გააკეთა. მისი თქმით, ეს კადრები არა მხოლოდ მას აქვს ნანახი.

"ამბები.გე" ელისო კილაძეს დაუკავშირდა.

- ხომ არ გაქვთ ინფორმაცია, როდის არის ვიდეოები ჩაწერილი,  ახალი თუ ძველი ხელისუფლების პირობებში?

- არა, სამწუხაროდ ამის თაობაზე არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. მხოლოდ შემიძლია ვარაუდი გამოვთქვა, რომ ეს არის 2012 წლის ოქტომბრის არჩევნებამდე, ძველი ხელისუფლების პირობებში გადაღებული ვიდეომასალები.  1 წელი ჰქონდა "ქართულ ოცნებას" იმის დასადგენად, თუ ვინ გადაიღო მსგავსი ტიპის კომპრომატები და ძალიან მიკვირს, რატომ არ არიან დაკავებული და დასჯილები ის პირები, რომლებიც შესაძლოა, ძალოვან უწყებაში მუშაობდნენ.

- რამდენად შეგიძლიათ იმის თქმა, რომ ვიდეომასალა ავთენტურია და შესაძლებელია თუ არა ვიდეოში პერსონების იდენტიფიცირება?

- გამიჭირდება ვისაუბრო იმაზე, არის თუ არა ეს მონტაჟი. თუმცა, მე რაც ვნახე, ყველაფერი იყო უწყვეტი კადრი. ვიდეოებში პერსონებს სახე დაფარული არ აქვთ.

კილაძე აცხადებს, რომ მან იცის ვიდეოში ასახული პირების სახელები და გვარები, თუმცა ამ ინფორმაციის გასაჯაროებისგან თავს იკავებს. ჟურნალისტი ამბობს, რომ დაინტერესების შემთხვევაში, მზად არის ითანამშრომლოს გამოძიებასთან და გაამხილოს იმ პიროვნების ვინაობა, რომელმაც მას ჩანაწერები აჩვენა.

"ამბები-გე" კომენტარისთვის შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს ნინო გიორგობიანს დაუკავშირდა. გიორგობიანი აცხადებს, რომ ამ კონკეტული კადრების შესახებ მისთვის ცნობილი არ არის.

"ჩემთვის ამ კონკრეტულ ვიდეოებზე არაფერია ცნობილი. თუ ვინმეს მსგავსი უკანონო ჩანაწერი გააჩნია, დაისჯება კანონის შესაბამისად. როგორც იცით, კანონი მკაცრდება კიდეც ამ მიმართულებით", -აღნიშნა გიორგობიანმა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია