რა უჯდება სახელმწიფოს კეზერაშვილისა და სხვა ყოფილი მაღალჩინოსნების ძებნა

რა უჯდება სახელმწიფოს კეზერაშვილისა და სხვა ყოფილი მაღალჩინოსნების ძებნა

14 ოქ­ტომ­ბერს საფ­რან­გეთ­ში, პა­რი­ზი­სა და თბი­ლი­სის ინ­ტერ­პო­ლის ბი­უ­რო­ე­ბის ერ­თობ­ლი­ვი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შე­დე­გად, სა­ქარ­თვე­ლოს სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლი ორ­გა­ნო­ე­ბის მი­ერ ძებ­ნი­ლი თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლი და­ა­კა­ვეს. მა­ნამ­დე ქარ­თულ მხა­რეს მი­ღე­ბუ­ლი ჰქონ­და გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა მი­სი პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ცე­მის თა­ო­ბა­ზე, თუმ­ცა მას­ზე ინ­ტერ­პო­ლის წი­თე­ლი ცირ­კუ­ლა­რით ძებ­ნა არ გა­მოცხ­ა­დე­ბუ­ლა. და­ვით კე­ზე­რაშ­ვილს ბრა­ლად ედე­ბა სა­ხელ­მწი­ფო პო­ლი­ტი­კუ­რი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რის მი­ერ გან­სა­კუთ­რე­ბით დი­დი ოდე­ნო­ბით ქრთა­მის აღე­ბა, ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ჯგუ­ფის მი­ერ სა­ბა­ჟო წე­სე­ბის დარ­ღვე­ვა, გან­სა­კუთ­რე­ბით დი­დი ოდე­ნო­ბით ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბა და უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლე­ბის მი­ღე­ბა. "ყვე­ლა სი­ახ­ლე" ყო­ფილ გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რორ გია მე­ფა­რიშ­ვილს ესა­უბ­რა:

- თუ და­ვით კე­ზე­რაშ­ვილ­ზე სა­ერ­თა­შო­რი­სო ძებ­ნა გა­მოცხ­ა­დე­ბუ­ლი არ ყო­ფი­ლა (რაც ძნე­ლი და­სა­ჯე­რე­ბე­ლი­ა), ანუ წი­თე­ლი ცირ­კუ­ლა­რით არ იძებ­ნე­ბო­და, მი­სი ძებ­ნა-­და­კა­ვე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში ექ­სტრა­დი­ცი­ის მიზ­ნით, სხვა სა­მარ­თლებ­რი­ვი აქ­ტის სა­ფუძ­ველ­ზე შე­იძ­ლე­ბო­და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი­ყო. კერ­ძოდ, ლა­პა­რა­კია 1959 წლის 20 აპ­რი­ლის კონ­ვენ­ცი­ა­ზე - "ევ­რო­პუ­ლი კონ­ვენ­ცია სს საქ­მე­ებ­ზე ურ­თი­ერ­თდახ­მა­რე­ბის შე­სა­ხებ", რომ­ლის შე­სა­ბა­მი­სად, ფრან­გუ­ლი მხა­რე ვალ­დე­ბუ­ლი იყო ქარ­თუ­ლი მხა­რის­თვის დახ­მა­რე­ბა აღ­მო­ე­ჩი­ნა. ამა­ვე დროს, აღ­ნიშ­ნუ­ლი კონ­ვენ­ცია ით­ვა­ლის­წი­ნებს უა­რის თქმა­საც იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ - 1. თხოვ­ნა შე­ე­ხე­ბა და­ნა­შა­ულს, რო­მელ­საც მო­პა­სუ­ხე მხა­რე მი­იჩ­ნევს პო­ლი­ტი­კურ და­ნა­შა­ულ­თან და­კავ­ში­რე­ბულ და­ნა­შა­უ­ლად ან ფის­კა­ლურ და­ნა­შა­უ­ლად. 2. თუ მო­პა­სუ­ხე მხა­რე მი­იჩ­ნევს, რომ თხოვ­ნის შეს­რუ­ლე­ბა ზი­ა­ნს აყე­ნებს მი­სი ქვეყ­ნის სუ­ვე­რე­ნი­ტეტს, უშიშ­რო­ე­ბას ან სხვა ძი­რი­თად ინ­ტე­რე­სებს. აღ­ნიშ­ნუ­ლი აქ­ტის შე­სა­ბა­მი­სად, მომ­თხოვ­ნი მხა­რე უფ­ლე­ბა­მო­სი­ლია სპე­ცი­ა­ლუ­რად მი­უ­თი­თოს კონ­კრე­ტუ­ლი პი­რის სს დევ­ნის და და­პა­ტიმ­რე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი. ასე რომ, ჩე­მი აზ­რით, ქარ­თუ­ლი მხა­რე კარ­გა ხა­ნია მუ­შა­ობ­და ფრანგ კო­ლე­გებ­თან და შე­სა­ბა­მი­სად, ეს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა საფ­რან­გე­თის მხა­რემ სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლი­სა და ფრან­გუ­ლი სს საპ­რო­ცე­სო კა­ნონ­მდებ­ლო­ბის შე­სა­ბა­მი­სად მი­ი­ღო. ჩა­ტარ­დე­ბა შე­სა­ბა­მი­სი სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი და ექ­სმი­ნის­ტრს დაც­ვი­სა და სა­ა­პე­ლა­ცი­ო­ში გა­სა­ჩივ­რე­ბის უფ­ლე­ბა გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი ექ­ნე­ბა. ასე რომ, ქარ­თულ მხა­რეს მო­უხ­დე­ბა ძალ­ზე სე­რი­ო­ზუ­ლი მუ­შა­ო­ბა, ვი­ნა­ი­დან ფრან­გუ­ლი სა­სა­მარ­თლო ძა­ლი­ან მომ­თხოვ­ნია ექ­სტრა­დი­ცი­ის სა­კითხ­ებ­ზე, მით უფ­რო, რო­ცა საქ­მე ეხე­ბა ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მა­ღალ­ჩი­ნო­სანს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ იგი არა­პო­ლი­ტი­კუ­რი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნა­შია მხი­ლე­ბუ­ლი, ამ საქ­მეს მა­ინც სიფ­რთხი­ლით მო­ე­კი­დე­ბი­ან. ქარ­თულ­მა მხა­რემ კე­თი­ლი უნ­და ინე­ბოს და სე­რი­ო­ზუ­ლად იმუ­შა­ოს მის ხელთ არ­სე­ბულ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებ­ზე. ზო­გა­დად, წი­თე­ლი ცირ­კუ­ლა­რით ძებ­ნა მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში ცხად­დე­ბა, რო­დე­საც ად­გი­ლობ­რი­ვი, რეს­პუბ­ლი­კუ­რი ძებ­ნა უშე­დე­გო­ა, მაგ­რამ ამას სჭირ­დე­ბა დი­დი თან­ხა. იცო­დით, რომ ერ­თი კა­ცის, თუნ­დაც იგი­ვე ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის ძებ­ნა წე­ლი­წად­ში 25 000 დო­ლა­რი ჯდე­ბა? სა­ხელ­მწი­ფო ხში­რად აკე­თებს ეკო­ნო­მი­ას ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, ანუ ოპე­რა­ტი­უ­ლი წყა­რო­ე­ბით ეძე­ბენ კონ­კრე­ტულ პი­როვ­ნე­ბას. მარ­თა­ლი­ა, კე­ზე­რაშ­ვი­ლი ქარ­თუ­ლი მხა­რის მოთხ­ოვ­ნით და­ა­კა­ვეს, მაგ­რამ ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ მა­ლე­ვე მოხ­დე­ბა ექ­სტრა­დი­რე­ბა. ჯერ პა­რიზ­ში უნ­და გა­ი­მარ­თოს სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­დუ­რა და ამის მე­რე გა­დაწყ­დე­ბა, გად­მოს­ცე­მენ თუ არა სა­ქარ­თვე­ლოს. ასე რომ, აქ ყვე­ლა­ფე­რი ახ­ლა იწყ­ე­ბა.

- თქვე­ნი აზ­რით, შე­ეც­დე­ბა კე­ზე­რაშ­ვი­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით დევ­ნი­ლო­ბის და­სა­ბუ­თე­ბას?

- თუ პი­როვ­ნე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის არის ძებ­ნი­ლი, ან სინ­დი­სის პა­ტი­მა­რი­ა, ეს სხვა სა­კითხ­ი­ა, მაგ­რამ კე­ზე­რაშ­ვი­ლი არ არის პო­ლი­ტი­კუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის ძებ­ნი­ლი, მას კონ­კრე­ტუ­ლი ქო­ნე­ბის და­ტა­ცე­ბებ­სა და თა­ნამ­დე­ბო­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბა­ში ედა­ვე­ბი­ან. რა პო­ლი­ტი­კურ პა­ტიმ­რო­ბა­ზეა ლა­პა­რა­კი?

- ის­რა­ე­ლის სა­ხელ­მწი­ფოს რა შე­უძ­ლია ამ შემ­თხვე­ვა­ში, რა როლს ითა­მა­შებს კე­ზე­რაშ­ვი­ლის საქ­მე­ში?

- მარ­თა­ლი­ა, კე­ზე­რაშ­ვი­ლი ის­რა­ე­ლის მო­ქა­ლა­ქეა და ამ სა­ხელ­მწი­ფოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბით არ შე­იძ­ლე­ბა ის­რა­ე­ლის მო­ქა­ლა­ქის გა­და­ცე­მა კომ­პე­ტენ­ტუ­რი ორ­გა­ნო­ე­ბის მოთხ­ოვ­ნით, თუ ის იმ ქვე­ყა­ნა­ში იმ­ყო­ფე­ბა, მაგ­რამ და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლი და­კა­ვე­ბუ­ლია მე­სა­მე სა­ხელ­მწი­ფო­ში, ანუ საფ­რან­გეთ­ში. არ დაგ­ვა­ვიწყ­დეს, რომ ეს არის რთუ­ლი პრო­ცე­დუ­რა, რო­მე­ლიც ფრან­გებს დე­ტა­ლუ­რად აქვთ აღ­წე­რი­ლი ფრან­გულ სს საპ­რო­ცე­სო კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ში. კე­ზე­რაშ­ვი­ლი რომ ის­რა­ე­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და­ე­კა­ვე­ბი­ნათ, მას ქარ­თულ მხა­რეს არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ გად­მოს­ცემ­დნენ. იგი­ვე პრინ­ცი­პი აქვს სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ას. პრო­ცე­სი ახ­ლა და­იწყო და ქარ­თულ მხა­რეს მო­უ­წევს სე­რი­ო­ზუ­ლი მუ­შა­ო­ბა, ფრან­გებ­თან ხუმ­რო­ბა არ შე­იძ­ლე­ბა!

- და­ახ­ლო­ე­ბით რა ვა­და­ში დას­რულ­დე­ბა ეს პრო­ცე­სი?

- სულ ცო­ტა, ერთ თვე­ში, კა­ნონ­მდებ­ლო­ბით გან­საზღ­ვრულ ვა­და­ში მი­ი­ღე­ბენ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას. ამ ეტაპ­ზე კე­ზე­რაშ­ვილს ექ­ნე­ბა აპე­ლა­ცი­ის შე­ტა­ნის უფ­ლე­ბა, რის შემ­დე­გაც გა­ი­მარ­თე­ბა სა­სა­მარ­თლო გან­ხილ­ვა და თუ ფრან­გუ­ლი სა­სა­მარ­თლო არ მი­ი­ღებს ექ­სტრა­დი­ცი­ის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას, მას არ გად­მოს­ცე­მენ ქარ­თულ მხა­რეს, ამის ილუ­ზია არა­ვის ჰქონ­დეს.

თეა მესხი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ