კობა დავითაშვილი ნარკოტიკული დანაშაულის დეკრიმინალიზაციას მოითხოვს

კობა დავითაშვილი ნარკოტიკული დანაშაულის დეკრიმინალიზაციას მოითხოვს

პრეზიდენტობის კანდიდატი, კობა დავითაშვილი ნარკოტიკული დანაშაულის დეკრიმინალიზაციას მოითხოვს. როგორც დავითაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა , სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა აღნიშნულ დანაშაულზე უნდა გაუქმდეს, თუმცა უნდა იყოს საკმაოდ მკაცრი ადმინისტრაციული სანქციები.

"აუცილებელია ნარკოდანაშაულის ფაქტის დეკრიმინალიზაცია, რაც გულისხმობს მხოლოდ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გაუქმებას, მაგრამ საკმაოდ მკაცრი ადმინისტრაციული სანქციების დაწესებას, როგორც ჯარიმების, ისე ადმინისტრაციული პატიმრობის სახით. ჩემი პროექტით სანქციები მიზნად ისახავს ადამიანის წაბიძგებას მკურნალობისკენ, პიროვნება გათავისუფლდება ჯარიმისა და ადმინისტრაციული პატიმრობისგან, თუ დათანხმდება მკურნალობას. ჩვენი ამოცანაა არა ბიუჯეტის შევსება ჯარიმების მეშვეობით და ადამიანების ციხეში გამოკეტვა, არამედ ნარკომომხმარებლების შემცირება, რაც ჩემი პროექტით სავსებით რეალურია", - განაცხადა დავითაშვილმა.

მისივე თქმით, მან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კანონპროექტი პარლამენტში ადრეც შეიტანა, რომელიც პარლამენტმა არ გაიზიარა.

"მე შევიტანე რამდენიმე ხნის წინ კანონპროექტი პარლამენტში, თუმცა ეს კანონპროექტი პარლამენტმა სამწუხაროდ არ გაიზიარა. მე ვაპირებ, რომ ეს კანონპროექტი კიდევ დავაყენო პარლამენტში განსახილველად. ასევე მე მივმართავ ამ საკითხზე მოსახლეობას ჩემი საპრეზიდენტო პროგრამის მეშვეობით, გამოსვლების მეშვეობით. აღსანიშნავია ისიც, რომ აღნიშნულ თემატიკას ყველა საპრეზიდენტო კანდიდატი გაურბის, რადგან ისინი საშარო თემად მიიჩნევენ, თუმცა მე ვიზრუნებ იმაზე, რომ ეს საკითხი გახდეს განხილვის საგანი", - განაცხადა კობა დავითაშვილმა.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა