საქართველო მსოფლიო მონობის რეიტინგში მოხვდა

საქართველო მსოფლიო მონობის რეიტინგში მოხვდა

საქართველომ მსოფლიო მონობის რეიტინგში- Global Slavery Index 2013 50-ე ადგილი დაიკავა. რეიტინგი ავსტრალიურმა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Walk Free Foundation-მა შეადგინა. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მონობის ხარისხის კვლევის შედეგები Walk Free Foundation-მა პირველად წარმოადგინა. სულ რეიტინგში 162 ქვეყანაა.

მონობის ტრადიციული განმსაზღვრელი ფაქტორები Global Slavery Index 2013 -ის რეიტინგის ავტორებმა გააფართოვეს. მკვლევარების აზრით, "თანამედორვე მონობის" გაგება სხვა ყველაფერთან ერთად, კრედიტორებზე დამოკიდებულებასა და ქორწინებაში იძულებით ჩაბმასაც გულისხმობს.

კვლევის ავტორების თქმით, საქართველოს ტეიტორიაზე მონობაში მყოფი ადამიანების რაოდენობა 15,000-დან 17,000-მდეა. რეიტინგში საქართველოს მეზობლად რუსეთია, რომელიც 49-ე ადგილს იკავებს (490 000-დან 540 000 ადამიანამდე) და აზერბაიჯანი, რომელსაც 51-ე ადგილი ერგო. უკრაინა რეიტინგში 86-ე ადგილზეა.

მსოფლიო მონობის რეიტინგში პირველი ადგილი მავრიტანიამ დაიკავა. მას მოსდევს ჰაიტი, პაკისტანი, ინდოეთი, ნეპალი, მოლდოვა, ბენინი, კოტ-დ’ივუარი, გამბია და გაბონი. მონობის მხრივ, ყველაზე კარგი მდგომარეობა ისლანდიაში, ირლანდიასა და დიდ ბრიტანეთშია, რომელთაც რეიტინგის 160-ე ადგილი გაინაწილეს. მონობისგან ყველაზე თავისუფალი ქვეყნების ათეულში ასევე მოხვდნენ: დანია, ფინეთი, ლუქსემბურგი, ნორვეგია, შვედეთი, შვეიცარია და ახალი ზელანდია.

სულ Global Slavery Index 2013-ის ავტორების აზრით, თანამედროვე მონობის კრიტერიუმებში მსოფლიოში დაახლოებით 29,8 მლნ ადამიანი ხვდება. მონობაში მყოფი ადამიანების რაოდენობის მიხედვით, ლიდერი ინდოეთია, სადაც მონობაში 13,3-დან 14,7 მლნ ადამიანამდეა. მეორე ადგილზე ჩინეთია - 2,8-3,1 მლნ. საერთო რეიტინგში ჩინეთი 84-ე ადგილს იკავებს. პაკისტანის ტერიტორიაზე, რომელიც ამ მაჩვენებლით მესამეა, Global Slavery Index 2013-ის ავტორებმა 2- 2,2 მლნ დამონებული ადამიანი აღმოაჩინეს.

მომზადებულია globalslaveryindex.org-ის მიხედვით.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია