ბიძინა ივანიშვილი - გუნდში მეუბნებიან, პელე ხარო

ბიძინა ივანიშვილი - გუნდში მეუბნებიან, პელე ხარო

გუნდში მეუბნებიან, პელე ხარო და არავის უნდა, გუნდიდან პელე წავიდეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გაზეთებისა და რადიოების მთავარ რედაქტორებთან შეხვედრისას განაცხადა. მისი თქმით, მთავრობის წევრებს არ უნდათ, რომ ის გუნდს გამოაკლდეს.

"მისიონერი უნდათ ისევ და მეც ამ რანგში გავდიოდი. ჩემი მთავრობის მეთაურად დარჩენა, აქედან გამომდინარე, მინუსია. გუნდში მეუბნებიან, რომ პელე ხარ და არავის არ უნდა რომ პელე წავიდეს გუნდიდანო. მესმის მთვრობის წევრების, რომ გამოვაკლდე გუნდს. ჯობია, რომ საზოგადოებაში გავაკეთო მაქსიმუმი და თუ საჭირო იქნება იქედან დავეხმარები მთავრობას", - აღნიშნა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, ბოლოს მაია ფანჯიკიძესთან და ალექსი პეტრიაშვილთან ჰქონდა ძლიერი კამათი ამ თემასთან დაკავშირებით.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა