როგორი იქნება ახალი სანომრე ნიშნების დიზაინი

როგორი იქნება ახალი სანომრე ნიშნების დიზაინი

იანვრიდან საქართველოს მოქალაქეები ახალი სანომრე ნიშნებით ისარგებლებენ, რომლებზეც გერბი, სახელმწიფო დროშა და ჰოლოგრამა იქნება გამოსახული. ევროსტანდარტების შესაბამისი ნომერი ორი სიმბოლოსგან და სამი ციფრისგან შედგება. ძველი სანომრე ნიშნების მქონე მძღოლებისთვის ნომრის შეცვლა ნებაყოფლობითია.

სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო სანომრე ნიშნის დიზაინი, დღეს არსებული ნომრების ფორმატი შეიცვლება და მოხმარებაში შემოვა ახალი დიზაინის სანომრე ნიშნები, რომელიც ევროპული სტანდარტების მსგავსი იქნება. შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში დღეს არსებული ავტოპარკის გათვალისწინებით, სადაც სატრანსპორტო საშუალებების დიდი ნაწილი შემოტანილი არის ამერიკიდან და იაპონიიდან, შეიცვლება ე. წ. კვადრატული ნომრების დიზაინი და შრიფტის ზომა.

სანომრე ნიშნის მარცხენა ზედა კუთხეში დატანილი იქნება საქართველოს სახელმწიფო დროშა, ხოლო მარცხენა ქვედა კუთხეში ქვეყნის მაიდენტიფიცირებელი სიმბოლო/კოდი "GE". სანომრე ნიშნის მარჯვენა და მარცხენა მხარეს განთავსებული იქნება ორ-ორი სიმბოლო და მათ შორის 3 ციფრი, მარცხენა მხარეს განთავსებული პირველი ორი სიმბოლოს შემდეგ დატანილი იქნება ფალსიფიცირების საწინააღმდეგო ჰოლოგრამა სახელმწიფო გერბით. გარდა ამისა, ახალი დიზაინის სანომრე ნიშანში ჩადებული იქნება მეტი დამცავი მექანიზმები.

ძველი დიზაინის სანომრე ნიშნებით სარგებლობა მომხმარებელს შეეძლება სატრანსპორტო საშუალების ახალ რეგისტრაციამდე, მისი რეგისტრაციამდე შეცვლა სავალდებულო არ იქნება. რაც შეეხება იმ პირებს, ვისაც აქვს ფასიანი სანომრე ნიშნები, მომსახურების სააგენტო შესთავაზებს იდენტური საფასურის მქონე მათთვის სასურველი სანომრე ნიშნით შეცვლას.

გუშინ შსს-ს მომსახურების სააგენტოში მედიის წარმომადგენლებისთვის 2013 წლის ბოლომდე დაგეგმილი სიახლეების პრეზენტაცია გაიმართა.

ნათია ლეშკაშელი

ასევე იხილეთ:

მართვის მოწმობისთვის

გამოცდების ჩაბარებაში სიახლეა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია