წამ­ლე­ბი გაძ­ვირ­დე­ბა?! - "ჩვენ­თან დის­ტრი­ბუ­ცია ამე­რი­კულ­ზე ძვი­რი­ა"

წამ­ლე­ბი გაძ­ვირ­დე­ბა?! - "ჩვენ­თან დის­ტრი­ბუ­ცია ამე­რი­კულ­ზე ძვი­რი­ა"

ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვის მი­ნის­ტრმა და­ვით სერ­გე­ენ­კომ ახ­ლა­ხან მე­დი­კა­მენ­ტე­ბის კონ­ტრო­ლის სა­ერ­თა­შო­რი­სო ხუთ­დო­ნი­ა­ნი სის­ტე­მის შე­მო­ღე­ბა­ზე ისა­უბ­რა. მი­სი აზ­რით, ეს სა­ხელ­მწი­ფოს სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს, ერ­თი მხრივ, ად­გი­ლობ­რი­ვი მრეწ­ვე­ლო­ბა გა­ნა­ვი­თა­როს და მე­ო­რე მხრივ, კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნი გა­ხა­დოს ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი ბა­ზა­რი. მი­სა­ღე­ბია თუ არა ამ სის­ტე­მა­ზე გა­დას­ვლა და ხომ არ გა­მო­იწ­ვევს ეს მე­დი­კა­მენ­ტებ­ზე ფა­სე­ბის ზრდას? - ამ კითხ­ვით ჯან­დაც­ვის ექ­სპერ­ტთა კლუ­ბის თავ­მჯდო­მა­რე თი­ნა ტურ­ძი­ლა­ძეს მივ­მარ­თეთ:

- კარ­გი­ა, რომ და­იწყო ფიქ­რი და ზრუნ­ვა სის­ტე­მის შექ­მნა­ზე, თუმ­ცა აღ­სა­ნიშ­ნა­ვია მი­ნის­ტრის გან­წყო­ბა პა­ლი­ა­ტი­უ­რი (დრო­ე­ბი­თი, სიმ­პტო­მა­ტუ­რი და არა პრე­ვენ­ცი­ის, რა­დი­კა­ლუ­რი გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის) სის­ტე­მის შექ­მნა­ზე, რო­მე­ლიც თვით­გან­ვი­თა­რე­ბა­დი ვერ იქ­ნე­ბა. უფ­რო გა­სა­გე­ბი რომ იყოს, რას ვგუ­ლის­ხმობ, გეტყ­ვით: უკ­ვე დი­დი ხა­ნი­ა, ხა­რის­ხის კონ­ტრო­ლის სის­ტე­მა, მი­სი უზ­რუნ­ველ­ყო­ფის ინ­ტეგ­რი­რებ­უ­ლი სის­ტე­მის და­ნერ­გვის სა­შუ­ა­ლე­ბით, ხა­რის­ხის მარ­თვის სის­ტე­მა­ზეა გა­და­სუ­ლი; მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ­საც ხა­რის­ხის მარ­თვის სის­ტე­მის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბა ევა­ლე­ბა. ეს სის­ტე­მა ორ­დო­ნი­ა­ნი­ა: პირ­ვე­ლი დო­ნე გუ­ლის­ხმობს წარ­მო­ე­ბის მოთხ­ოვ­ნებ­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბას, მე­ო­რე დო­ნე - კო­მერ­ცი­უ­ლი პრო­დუქ­ტის ხა­რისხს.

პირ­ველ დო­ნეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის 2010 წლის 16 ნო­ემ­ბრის დად­გე­ნი­ლე­ბით, წარ­მო­ე­ბის მოთხ­ოვ­ნებ­თან შე­სა­ბა­მის სტან­დარ­ტზე სრუ­ლი გა­დას­ვლის ვა­დად გა­ნი­საზღ­ვრა 2016 წლის 1 იან­ვა­რი, ანუ სტან­დარ­ტზე გა­დას­ვლის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის­თვის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ 5-წლი­ა­ნი ვა­და აი­ღო. რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ტაქ­ტი­კის პი­რო­ბებ­ში, ამ რთუ­ლი ამო­ცა­ნის შე­სას­რუ­ლებ­ლად, გო­ნივ­რუ­ლად ლი­მი­ტი­რე­ბუ­ლი ვა­და­ა, მაგ­რამ სრულ უმოქ­მე­დო­ბა­ში გან­ვლი­ლი ნა­ხე­ვა­რი ვა­დის პი­რო­ბებ­ში ეს ვა­დაც და ტაქ­ტი­კაც გა­და­სა­ხე­დი­ა. პა­რა­ლე­ლუ­რად უნ­და და­იწყ­ოს PIC/S-ის ხა­რის­ხის სის­ტე­მა­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი. დღეს ქვე­ყა­ნას არც სტან­დარ­ტი აქვს, არც სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბას ახორ­ცი­ე­ლებს და არც მას­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბის ინ­სპექ­ტი­რე­ბას, ანუ პირ­ვე­ლი დო­ნე არ გვაქვს!

რაც შე­ე­ხე­ბა კო­მერ­ცი­უ­ლი პრო­დუქ­ტის ხა­რის­ხის კონ­ტროლს, ეს მხო­ლოდ I დო­ნის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბას­თან ერ­თად არის ეფექ­ტუ­რი, სამ­წუ­ხა­როდ, დღეს ეს დო­ნეც ფორ­მა­ლუ­რია და ფაქ­ტობ­რი­ვად, არ გვაქვს!

მი­მაჩ­ნი­ა, რომ უა­რი უნ­და ვთქვათ არა­ე­ფექ­ტუ­რი პა­ლი­ა­ტი­უ­რი სის­ტე­მის შექ­მნა­ზე და მაქ­სი­მა­ლუ­რად ვიზ­რუ­ნოთ სა­ერ­თა­შო­რი­სო სის­ტე­მა­ში ინ­ტეგ­რი­რე­ბა­ზე, ეს სხვა­დას­ხვა რა­მე­ა...

რაც შე­ე­ხე­ბა პა­სუხს კითხ­ვა­ზე, ხომ არ გა­მო­იწ­ვევს სის­ტე­მის და­ნერ­გვა წამ­ლე­ბის გაძ­ვი­რე­ბას, ცალ­კე­უ­ლი პრო­დუქ­ტის თვით­ღი­რე­ბუ­ლე­ბა გა­იზ­რდე­ბა, მე­ო­რე ნა­წილს კი მი­ე­ცე­მა თა­ვი­სი უპი­რა­ტე­სო­ბის წარ­მო­ჩე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა და კონ­კუ­რენ­ცია წა­ხა­ლის­დე­ბა სწო­რი კრი­ტე­რი­უ­მე­ბით; დღეს წამ­ლის სიძ­ვი­რე წარ­მო­ე­ბის თვით­ღი­რე­ბუ­ლე­ბით არ არის გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი, ჩვენ­თან დის­ტრი­ბუ­ცია და ლო­ჯის­ტი­კა ამე­რი­კულ დის­ტრი­ბუ­ცი­ა­ზე ბევ­რად უფ­რო ძვი­რი­ა, ამი­ტომ ხარ­ჯე­ბის შემ­ცი­რე­ბის სხვა გზა­ზე უნ­და და­იწყ­ონ ფიქ­რი და არა წარ­მო­ე­ბის თვით­ღი­რე­ბუ­ლე­ბის შემ­ცი­­რე­ბა­ზე.

- რით ახ­სნით ბო­ლო ხანს მე­დი­კა­მენ­ტებ­ზე ფა­სე­ბის შემ­ცი­რე­ბის შე­ჩე­რე­ბას? გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ფარ­მა­ცი­ის სფე­რო­ში ინ­ვეს­ტი­რე­ბას გეგ­მავს ცნო­ბი­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი მაშ­კე­ვი­ჩი. თქვე­ნი აზ­რით, მოჰ­ყვე­ბა თუ არა ფარ­მა­ცი­ის ბა­ზარ­ზე ახა­ლი მო­თა­მა­შე­ე­ბის გა­მო­ჩე­ნას ფა­სე­ბის შემ­ცი­რე­ბა?

- ვერ გეტყ­ვით, რა პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას გეგ­მავს ახა­ლი ინ­ვეს­ტო­რი, მაგ­რამ ვი­ცი, რომ ზო­გა­დად ყვე­ლა ინ­ვეს­ტო­რი უპირ­ვე­ლე­სად ად­გენს თა­ვის "პორ­ტფო­ლი­ოს", რა უნ­და გა­ყი­დოს და რო­გორ უნ­და გა­ყი­დოს; თუ სის­ტე­მა არ შე­იც­ვა­ლა, ახა­ლი ინ­ვეს­ტო­რიც გა­ყი­დის იმას, რაც ახ­ლა იყი­დე­ბა და იგი­ვე ხა­რის­ხი­სას, შე­იძ­ლე­ბა, თა­ვი­დან ცო­ტა ია­ფად, ვი­ნა­ი­დან ამ რე­გუ­ლა­ცი­ის პი­რო­ბებ­ში ხა­რის­ხი­ა­ნი პრო­დუქ­ტი უხა­რის­ხოს კონ­კუ­რენ­ცი­ას ვერ უწევს. ამი­ტომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ უნ­და შეც­ვა­ლოს თა­მა­შის წე­სე­ბი ბა­ზარ­ზე, რაც გა­სა­გე­ბი უნ­და იყოს ბიზ­ნე­სის­თვის, ეს სის­ტე­მა ცეცხ­ლით და მახ­ვი­ლით კი არ უნ­და და­ი­ნერ­გოს, თვით­გან­ვი­თა­რე­ბა­დი უნ­და იყოს.

ნინო კვიტაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია