კროს­ვორ­დი ივა­ნიშ­ვი­ლის­გან - პრე­მი­ე­რო­ბის კან­დი­დატ­თა წრე ვიწ­როვ­დე­ბა

კროს­ვორ­დი ივა­ნიშ­ვი­ლის­გან - პრე­მი­ე­რო­ბის კან­დი­დატ­თა წრე ვიწ­როვ­დე­ბა

კარ­გი პრე­მი­ე­რი ეყო­ლე­ბა ქვე­ყა­ნას, - კი­დევ ერ­თხელ დაგ­ვამ­შვი­და პრე­მი­ერ­-მი­ნის­ტრმა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უწყ­ებ­ლის პირ­ვე­ლი არ­ხის­თვის მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვუ­ში და იქ­ვე გვა­უწყ­ა, რომ საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი­დან ერთ კვი­რა­ში უკ­ვე ყვე­ლას ეცო­დი­ნე­ბა, თუ ვინ შეც­ვლის ივა­ნიშ­ვილს მთავ­რო­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლის პოს­ტზე.

ბო­ლო რამ­დე­ნი­მე კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში აქ­ტი­უ­რად გა­ნი­ხი­ლე­ბო­და სა­კითხ­ი, რომ მო­მა­ვა­ლი პრე­მი­ე­რი პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე და­ვით უსუ­ფაშ­ვი­ლი იქ­ნე­ბო­და, თუმ­ცა ამ გან­ხილ­ვას წერ­ტი­ლი ივა­ნიშ­ვილ­მა და­უს­ვა, რო­დე­საც და­ბე­ჯი­თე­ბით გა­ნაცხ­ა­და, რომ უსუ­ფაშ­ვი­ლის კან­დი­და­ტუ­რა არც კი გა­ნუ­ხი­ლავს. მის ბო­ლო ინ­ტერ­ვი­უ­ში უკ­ვე ახა­ლი მი­ნიშ­ნე­ბა გაჩ­ნდა, ლა­პა­რა­კობ­და რა მთავ­რო­ბი­დან და პო­ლი­ტი­კი­დან წას­ვლა­ზე, ის პარ­ტია "ქარ­თულ ოც­ნე­ბა - დე­მოკ­რა­ტი­ულ სა­ქარ­თვე­ლოს" მო­მა­ვალ­საც შე­ე­ხო და გა­ნაცხ­ა­და, რომ მო­მა­ვალ­ში არ იქ­ნე­ბა მი­სი თავ­მჯდო­მა­რე, თუმ­ცა მის წევ­რად და მხარ­დამ­ჭე­რად დარ­ჩე­ბა. "არ­ჩევ­ნე­ბი­დან ცო­ტა ხან­ში დავ­ნიშ­ნავთ პარ­ტი­ის ყრი­ლო­ბას, რო­მელ­ზეც აირ­ჩე­ვა ახა­ლი თავ­მჯდო­მა­რე, ჩე­მი თვალ­თა­ხედ­ვით, ეს პრე­მი­ე­რი იქ­ნე­ბა, შე­იძ­ლე­ბა შე­მო­ვი­ღოთ მე­ო­რე თა­ნამ­დე­ბო­ბა - გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნის, ანუ პრე­მი­ე­რის გარ­და იყოს მე­ო­რე ფი­გუ­რა, რო­მე­ლიც მეტ ყუ­რადღ­ე­ბას პარ­ტი­ას და­უთ­მობს", - გა­ნაცხ­ა­და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა. ეს ნათ­ქვა­მი აჩენს იმ­გვა­რი ვა­რა­უ­დის სა­ფუძ­ველს, რომ მო­მა­ვა­ლი პრე­მი­ე­რი აუ­ცი­ლებ­ლად პარ­ტი­ა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა - დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" წარ­მო­მად­გე­ნე­ლი იქ­ნე­ბა. მო­დით, გა­დავ­ხე­დოთ პრე­მი­ე­რო­ბის იმ სა­ვა­რაუ­დო კან­დი­დატ­თა სი­ას, ვინც აქამ­დე სა­ხელ­დე­ბო­და. ყვე­ლა­ზე ხში­რად ამ პოს­ტზე ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნისტრ გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლის კან­დი­და­ტუ­რას გა­ნი­ხი­ლავ­დნენ. ის მი­იჩ­ნე­ვა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის უახ­ლო­ე­სი გა­რე­მოც­ვის წევ­რად, თუმ­ცა, რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ფორ­მა­ლუ­რად ის ამ­ჟა­მად უპარ­ტიოა და, შე­სა­ბა­მი­სად, თუ ივა­ნიშ­ვი­ლის ნათქვამის მი­ხედ­ვით ვიმსჯელებთ, ის ვერც პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რე გახ­დე­ბა და ვერც პრე­მი­ე­რი, რა თქმა უნ­და, თუ უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში არ გა­წევ­რდა "ქარ­თულ ოც­ნე­ბა - ­დე­მოკ­რა­ტი­ულ სა­ქარ­თვე­ლო­ში".

დღეს მთავ­რო­ბა­ში ეს პარ­ტია შვი­დი მი­ნის­ტრი­თაა წარ­მოდ­გე­ნი­ლი, მათ­გან ივა­ნიშ­ვი­ლის კარ­ზე ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ან ფი­გუ­რად ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი რჩე­ბა, რო­მე­ლიც პრე­მი­ე­რის ერ­თ-ერ­თი მთა­ვა­რი და­საყ­რდე­ნი­ა. პრე­მიე­რი­სე­უ­ლი გან­ცხა­დე­ბის მი­ხედ­ვით, პრე­მი­ე­რის პოს­ტზე ყვე­ლა­ზე მე­ტი შან­სი, შე­საძ­ლო­ა, სწო­რედ მას ჰქონ­დეს. ის პარ­ტი­ის ერ­თ-ერ­თი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი­ა. კი­დევ ერ­თი მი­ნის­ტრი, რო­მე­ლიც მთავ­რო­ბა­ში ივა­ნიშ­ვი­ლის პარ­ტი­ას წარ­მო­ად­გენს, ენერ­გე­ტი­კის მი­ნის­ტრი კა­ხა კა­ლა­ძე­ა, ის ასე­ვე ვი­ცე-­პრე­მი­ე­რია და აშ­კა­რად სარ­გებ­ლობს პრე­მი­ე­რის კე­თილ­გან­წყო­ბით. მი­სი პრე­მი­ე­რო­ბა, ღა­რი­ბაშ­ვილ­თან შე­და­რე­ბით, ნაკ­ლე­ბად სა­ვა­რა­უ­დო­ა, თუმ­ცა ან­გა­რიშ­ში ჩა­სათ­ვლე­ლი ნამ­დვი­ლად არის.

ასე­ვე, საკ­მა­ოდ ხში­რად ამ პოს­ტზე ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის მი­ნისტრ და­ვით სერ­გე­ენ­კოს კან­დი­და­ტუ­რაც სა­ხელ­დე­ბო­და, რო­მე­ლიც არ­ცთუ ური­გოდ უძღ­ვე­ბა ერ­თ-ერთ ყვე­ლა­ზე რთულ სფე­როს და სა­ზო­გა­დო­ე­ბის კე­თილ­გან­წყო­ბის მო­პო­ვე­ბა­საც ახერ­ხებს. ისიც ივა­ნიშ­ვი­ლის უახ­ლო­ეს გა­რე­მოც­ვას მი­ე­კუთ­ვნე­ბა, ამ­ბო­ბენ, რომ მას პრე­მი­ე­რი გან­სა­კუთ­რე­ბულ პა­ტივს სცემს, თუმ­ცა, რო­გორც გა­ვარ­კვი­ეთ, სერ­გე­ენ­კო ამ­ჟა­მად უპარ­ტი­ო­ა.

ერ­თი რამ და­ზუს­ტე­ბით შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას: ივა­ნიშ­ვი­ლის შერ­ჩე­უ­ლი კან­დი­და­ტუ­რა კო­ა­ლი­ცი­ის სხვა სუ­ბი­ექ­ტე­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ვერ იქ­ნე­ბა.

ნათია დოლიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა