გიორგი მარგველაშვილი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებს

გიორგი მარგველაშვილი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებს

გიორგი მარგველაშვილი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებს, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატმა ვარკეთილში მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

"ეს არჩევნები გაგრძელდება იმით, რომ ქართული საზოგადოება 27 ოქტომბერს ხმას მისცემს იმ გზას, რომელიც დაისახა გასულ წელს, ხმას მისცემს ბიძინა ივანიშვილის კოალიციას და მე, როგორც მის საპრეზიდენტო კანდიდატს. პირველ ტურში ეს დასრულდება, მეორე ტური არ იქნება, იმიტომ, რომ არსებული სტატისტიკით ეს შეუძლებელია. მაგრამ თუ მოხდა საოცრება და ქართველი ამომრჩეველი საარჩევნო უბნებზე არ მივიდა, ვეღარ ვხედავ აზრს იმაში, რომ მეორე ტურში მონაწილეობა მივიღო", - განაცხადა მარგველაშვილმა.

მარგველაშვილი პირველსავე ტურში გამარჯვებაში დარწმუნებულია. "ჩემთვის შეურაცხმყოფელია კითხვის დასმა, უნდა თუ არა საზოგადოებას იმ სისტემის არსებობა, რაც საქართველოში ერთი წლის წინ იყო. თუ ვინმე ამისთვის მზად არის, ხელს არ შევუშლით", - აღნიშნა მარგველაშვილმა.

ბიძინა ივანიშვილმა დღეს ბეჭდური მედიის და რადიოსადგურების რედაქტორებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შემთხვევაში გიორგი მონაწილეობას მასში მონაწილეობას არ ურჩევს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა