სრული თავის ქალა დმანისიდან და ადრეული ჰომოს ევოლუციური ბიოლოგია

სრული თავის ქალა დმანისიდან და ადრეული ჰომოს ევოლუციური ბიოლოგია

სრული თავის ქალა დმანისიდან და ადრეული ჰომოს ევოლუციური ბიოლოგია, - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გავლენიანი ამერიკული გამოცემა შციენცე დმანისში აღმოჩენილი მეხუთე თავის ქალის შესახებ.

სტატიის თანაავტორები არიან საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე, ანა მარგველაშვილი და აბესალომ ვეკუა.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, 2005 წლის არქეოლოგიური გათხრებისას 1,8 მილიონი წლით დათარიღებულ ფენაში აღმოჩნდა ახალი თავის ქალა. ნაპოვნი თავის ქალა პირველია, რომლის მიხედვითაც, მეცნიერებს შეუძლიათ აქამდე უცნობი ადრეული ადამიანის ანატომიის შესწავლა. თავის ქალის ტვინის მოცულობა 546 კუბური სანტიმეტრია, რაც დაახლოებით თანამედროვე ადამიანის ტვინის ერთი მესამედია. მას წინ წამოწეული სახე და დიდი კბილები აქვს.

სტატიის ავტორები ხაზს უსვამენ, რომ შესაძლოა ჰომოს გვარის სხვადასხვა სახეობები, მათ შორის აფრიკაში აღმოჩენილი უძველესი ნამარხები, ევოლუციის ერთ ხაზს წარმოადგენდეს.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია