გიორგი კეკელიძეს მინისტრი ქალის "სექსის ამსახველ" ცრუ კადრებს უგზავნიან

გიორგი კეკელიძეს მინისტრი ქალის "სექსის ამსახველ" ცრუ კადრებს უგზავნიან

"მეგობრებო რატომ ავრცელებთ ამ ვიღაც მინისტრი თუ პარლამენტარი ქალის "სექსის ამსახველ'' დაფარულ ცრუ თუ ნამდვილ კადრებს? რა ფეტიშია ეს? ან პირად წერილებად რატომ მიგზავნით? როგორ გაშინებთ ეს და გაფორიაქებთ ეს სექსი ასე, რომ სხვისი ცხოვრების უაპელაციო გამოქვეყნებას არ ერიდებით და ერთი სული გაქვთ, გაირკვეს, ვინ არის, რომ მერე იქირქილოთ - "მაგი სექსუალური ქალი, მაგი''. სირცხვილია".... - ეს სიტყვები საკუთარი ფეისბუქის გვერდზე, საჯარო ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი კეკელიძემ გამოაქვეყნა. …

გიორგი კეკელიძე:

- რამდენიმე დღეა ვრცელდება ინფორმაცია - რაღაც დაშიფრული სურათი წარწერით, თითქოს ის რომელიღაც მინისტრი ქალის სექსის კადრებს ასახავს. ჩემთვის სრულიად გაუგებარია, რატომ იქცა ამდენი ადამიანის აღტკინების თემად სხვა ადამიანის პირადი ცხოვრება. მესმის ცნობისმოყვარეობაც, მაგრამ ეს ყოველგვარ ფარგლებს ცდება - პირადი ცხოვრების არქონით გამოწვეულ კომპლექსების ნიაღვარს უფრო ჰგავს...

- თქვენ წერთ, რომ პირად წერილებშიც იღებთ მსგავს ინფორმაციებს...

- ცხადია, იმ ადამიანის სახელს არ გავამხელ, ვინც პირადში მომწერა. ეს იგივე იქნება, რასაც თვითონ აკეთებენ. მეკითხებოდნენ, ხომ არ იცნობო? ან რატომ უნდა ვიცნობდე ან რომ ვიცნობდე, რა იცვლება, ვერ გეტყვით...

- თქვენზე ვიკიპედიაში წერია:- პირადი და ოჯახური ცხოვრება:- ავტორის პირადი ცხოვრება ხშირად ხდებოდა პრესის განხილვის საგანი. განსაკუთრებით მისი მოკლევადიანი რომანები ტელეწამყვან ნანიკო ხაზარაძესთან და მსახიობ ანა სანაიასთან. ამას ახლდა ნეგატიური ასპექტი: სოციალურ ქსელში და გაზეთებში, მას ხშირად ბრალს სდებდნენ ორგიების გამართვაში სტუდენტებთან. განსაკუთრებულ გაკვირვებას და გაღიზიანებას, საზოგადოების ტრადიციული წრეებში იწვევდა ის ამბავი, რომ გიორგი და მისი ძველი მეგობარი ნათია გულიაშვილი ისევ ერთჭერქვეშ ცხოვრობდნენ და თან სხვებთან რომანები ხმაურდებოდა. გიორგი კეკელიძემ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა რომ "მინიატურები ნათია სვანიძეს მიუძღვნა. ეს უკანასკნელი მისი სტუდენტი აღმოჩნდა. ხშირად ამბობენ, რომ მიუხედავად წარმატებული დირექტორობისა, ასეთი იმიჯი მისი პოზიციისთვის შეუფერებელია. რას იტყვით ამაზე?

- რაც შეეხება ჩემს ორგიებს, სექსს სტუდენტ გოგონებთან ერთად და ა.შ., ეს უკვე მოძველებული თემაა. ადამიანი ზოგადად ჭორის მოყვარული არსებაა, ეს ბუნებრივია და მეც კი მისაუბრია სხვის ცხოვრებაზე. ამ მხრივ ქვას ვერავის ვესვრით. მაგრამ ამ ყველაფრის საჯარო სივრცეში გამოტანა, მანიპულირება და შანტაჟი უკიდურესი უმსგავსოებაა…

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია