ემუქ­რე­ბა თუ არა სა­ქარ­თვე­ლოს ქო­ლე­რა

ემუქ­რე­ბა თუ არა სა­ქარ­თვე­ლოს ქო­ლე­რა

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ირან­ში ქო­ლე­რის ეპი­დე­მია მძვინ­ვა­რებს. ამ ქვეყ­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, ქვეყ­ნის 10 პრო­ვინ­ცი­ა­ში 180 შემ­თხვე­ვა გა­მოვ­ლინ­და, 5 და­ა­ვა­დე­ბუ­ლი გარ­და­იც­ვა­ლა. მე­ზო­ბე­ლი სომ­ხე­თი ამის გა­მო გან­სა­კუთ­რე­ბულ ზო­მებს იღებ­ს, ე­რევ­ნის აე­რო­პორ­ტსა და ქვეყ­ნის სხვა სა­საზღ­ვრო-­გამ­შვებ პუნ­ქტებ­ში პრე­ვენ­ცი­ულ ღო­ნის­ძი­ე­ბებს მი­მარ­თა­ვენ, შექ­მნი­ლია სა­ნი­ტა­რიულ­-სა­კა­რან­ტი­ნო პუნ­ქტე­ბი. სიფ­რთხი­ლის­კენ მო­უ­წო­და სა­კუ­თარ მო­ქა­ლა­ქე­ებს უკ­რა­ი­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ. აღ­სა­ნიშ­ნა­ვი­ა, რომ ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, წელს, სექ­ტემ­ბერ­ში, სა­ქარ­თვე­ლოს საზღ­ვა­რი 8000-მდე ირა­ნის მო­ქა­ლა­ქემ გად­მოკ­ვე­თა. მო­სა­ლოდ­ნე­ლია თუ არა ქო­ლე­რის ეპი­დე­მი­ის სა­ქარ­თვე­ლო­ში გავ­რცე­ლე­ბა? მი­მარ­თა­ვენ თუ არა შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რე­ბი სა­გან­გე­ბო ზო­მებს? - ამ კითხ­ვე­ბით და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის გა­დამ­დებ და­ა­ვა­დე­ბა­თა დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­როს ხა­თუ­ნა ზა­ხაშ­ვილს მივ­მარ­თეთ.

- ინ­ფორ­მა­ცი­ას სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის შე­სა­ხებ ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ი­დან ვი­ღებთ. ამ­ჯე­რად არ გვაქვს ინ­ფორ­მა­ცია ირა­ნის ეპი­დე­მი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე. თუმ­ცა ქო­ლე­რის, ამ ერ­თ-ერ­თი რთუ­ლი ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბის პრე­ვენ­ცია მე­ტად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი­ა, რი­სი სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაც მო­სახ­ლე­ო­ბის მი­ერ სუფ­თა, უსაფ­რთხო წყლის მოხ­მა­რე­ბა­ა. რაც შე­ე­ხე­ბა­ პრე­ვენ­ცი­ულ ღო­ნის­ძი­ე­ბებს, კონ­ტრო­ლი უპირ­ვე­ლე­სად საზღ­ვრებ­ზე კი არა, წყლის ხა­რის­ხზე უნ­და გამ­კაც­რდეს. ქო­ლე­რა წყლით ვრცელდება, არ გა­და­დის ადა­მი­ა­ნი­დან ადა­მი­ან­ზე, მი­სი გა­მომ­წვე­ვი ვი­რუ­სი უნ­და მოხ­ვდეს წყალ­ში და ამ წყლის სას­მე­ლად გა­მო­ყე­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ავად­დე­ბა ადა­მი­ა­ნი. ქო­ლე­რის გა­მომ­წვე­ვი ვი­რუ­სი და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მი­დან მხო­ლოდ ფე­კა­ლი­ით გა­მო­ი­დევ­ნე­ბა, ამ გზით და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი წყლის მი­ღე­ბი­სას ავად­დე­ბა მე­ო­რე ადა­მი­ა­ნი.­ ა­სე რომ, მთა­ვა­რია წყლის ხა­რის­ხი.

- მე­ზო­ბელ­მა სა­ხელ­მწი­ფო­ებ­მა საზღ­ვრებ­ზე კონ­ტრო­ლი გა­ამ­კაც­რეს.

- თუ და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი კვეთს სა­ქარ­თვე­ლოს საზღ­ვარს, ის შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხურს სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­დაჰ­ყავს. ქო­ლე­რა მძი­მე, საკ­მა­ოდ სა­ში­ში და­ა­ვა­დე­ბა­ა, ადა­მი­ა­ნი ძალ­ზე ცუ­დად გრძნობს თავს, აქვს მძი­მე შე­უ­კა­ვე­ბე­ლი დი­ა­რე­ა, ასე რომ, სიმ­პტო­მე­ბი თვით­მფრი­ნავ­ში­ვე გამ­ჟღავ­ნდე­ბა. შე­უძ­ლე­ბე­ლი­ა, ასე­თი ავად­მყო­ფი არ შე­ნიშ­ნო. სტა­ტის­ტი­კით, მსოფ­ლი­ო­ში ყო­ველ­წლი­უ­რად ქო­ლე­რის 3-დან 5 მი­ლი­ო­ნამ­დე შემ­თხვე­ვა­ა, აქე­დან 120 000-მდე სიკ­ვდი­ლით მთავ­რდე­ბა. ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ი­დან ამ­ჟა­მად შეგ­ვატყ­ო­ბი­ნეს, რომ მექ­სი­კა­შია ქო­ლე­რის აფეთ­ქე­ბა, ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ ვი­რუ­სი იქ კა­რი­ბის ზღვის ქვეყ­ნე­ბი­დან გავ­რცელ­და.

ნი­ნო კვი­ტაშ­ვი­ლი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია