საქართველოში უამინდობა ორი დღე გაგრძელდება

საქართველოში უამინდობა ორი დღე გაგრძელდება

საქართველოში 21 ოქტომბრიდან გამოიდარებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს გრძელვადიანი პროგნოზების ბიუროს უფროსის მოადგილემ ნინო წვერავამ განუცხადა, უამინდობა საქართველოში მხოლოდ ორი დღე გაგრძელდება. ხვალ, თბილისში მოსალოდნელია ძლიერი ქარი, 20-25 მეტრი წამში. იწვიმებს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში.

ამასთან, 21 ოქტომბრიდან დასავლეთ საქართველოში ერთი კვირის განმავლობაში უნალექო ამინდებია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა კი 25 გრადუსამდე იქნება.

24 ოქტომბრამდე უნალექო ამინდები იქნება აღმოსავლეთ საქართველოში. ჰაერის ტემპერატურა, მათ შორის თბილისში, 22 გრადუსამდე აიწევს.

24-25 ოქტომბერს, აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში, მათ შორის თბილისშიც, სინოპტიკოსები წვიმიან ამინდს პროგნოზირებენ. ჰაერის ტემპერატურა ამ დღეებში 18 გრადუსამდე დაიწევს.

26-28 ოქტომბერს კი სავარაუდოდ, უნალექო ამინდები იქნება.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია