რატომ ჩაიშალა პელეს ვიზიტი საქართველოში

რატომ ჩაიშალა პელეს ვიზიტი საქართველოში

საქართველოში ლეგენდარული ფეხბურთელის, პელეს ვიზიტი გადაიდო. ამ ინფორმაციას კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და საქმიანი ურთიერთობების საერთაშორისო ფონდის ხელმძღვანელი, ნიკოლოზ პატარქალიშვილი ადასტურებს.

მისი თქმით, ყოფილი ფეხბურთელი ოქტომბრის ბოლოს თბილისში დაგეგმილ ახალგაზრდული ნაკრებების საერთაშირისო ტურნირს საპატიო სტუმრის რანგში უნდა დასწრებოდა, თუმცა ტურნირიც გადაიდო და მასთან დაკავშირებული პელეს ვიზიტიც.

ტურნირი მსოფლიო ფეხბურთის 150-ე და ქართული ფეხბურთის 115-ე წლისთავს ეძღვნებოდა, რომელშიც საქართველოს, არგენტინის, ბრაზილიისა და ურუგვაის ახალგაზრდულ ნაკრებები მიიღებდნენ მონაწილეობას.

პატარქალიშვილის თქმით, ტურნირი საორგანიზაციო საკითხების მოუგვარებლობის გამო გადაიდო, თუმცა ახალი ვადების დასახელებისგან ორგანიზატორმა თავი შეიკავა.

რამდენიმე დღის წინ საქართველოში ბრაზილიური ორგანიზაციის "სუპორტინგ სპორტის" წარმომადგენელი პედრო კაბრალ დე სილვა ჯუნიორი იმყოფებოდა, რომელიც ადასტურებდა, რომ პელესთან ვიზიტის ყველა დეტალი შეთანხმებული იყო და ყოფილი ფეხბურთელი გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, საქართველოში ჩამოსვლას გეგმევდა.

ვიზიტის ფარგლებში იგეგმებოდა მისი შეხვედრა ქართველ სეხნიასთან, პელე გურულთან, რომელიც ქუთაისში ცხოვრობს. ქუთაისელი პელე 1970 წლის 14 ივნისს დაიბადა, როცა მექსიკაში მიმდინარე ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე ბრაზილიის ნაკრებმა გაიმარჯვა, პელე კი საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

ბავშვის მამამ შვილს სახელი პელეს პატივსაცემად დაარქვა და ფეხბურთელს ამის შესახებ წერილიც მისწერა. "ფეხბურთის მეფემ" სახელის დარქმევაზე თანხმობა განაცხადა და პატარა სეხნიას საჩუქრად მსოფლიო თასის ასლი გამოუგზავნა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია