მცხეთა-თბილისის მონაკვეთზე მოძრაობის რეჟიმი დროებით შეიცვლება

მცხეთა-თბილისის მონაკვეთზე მოძრაობის რეჟიმი დროებით შეიცვლება

მცხეთა-თბილისის ოთხზოლიან მონაკვეთზე (კმ17-კმ21), მარცხენა მიმართულებით, (დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით) 22 ოქტომბრის 08:00 საათიდან ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, ამის მიზეზი თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ზაჰესი-ნატახტარის მონაკვეთზე (კმ17-კმ27) მიმდინარე ასფალტ-ბეტონის საფარის აღდგენითი სამუშაოებია, რომელიც გზების დეპარტამენტის დაკვეთით ხორციელდება.

ავტოტრანსპორტის დასავლეთისაკენ არსებული გზის მარჯვენა მიმართულებით იმოძრავებს, ხოლო დასავლეთიდან მოძრავი სატრანსპორტო ნაკადი თბილისის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე გადაერთვება.

გზების დეპარტამენტის ცნობით, დროებითი რეგულირების მიუხედავად, სატრანსპორტო მოძრაობა შეუფერხებლად, ცალმხრივი მოძრაობის რეჟიმში განხორციელდება.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია