სპორტსმენი თორნიკე ოქრიაშვილი ცოლს დაშორდა

სპორტსმენი თორნიკე ოქრიაშვილი ცოლს დაშორდა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრთან, უკრაინული კლუბ ''ილიჩევეცის'' შემტევ ნახევარმცველ თორნიკე ოქრიაშვილთან შეხვედრას დიდხანს ვცდილობდით. თორნიკე ერთ-ერთი ყველაზე დაკავებული და ჟურნალისტებისთვის მოუხელთებელი ფეხბურთელია. გასულ კვირას ის საქართველოში იყო ჩამოსული. როგორც იქნა, შეხვედრა მოვახერხეთ და მის ცხოვრებაზე ბევრი საინტერესო ამბავი შევიტყვეთ.

- ბავშვობიდან სულ ბურთით ვთამაშობდი. დედასა და მამას ფეხბურთი მოსწონდათ. რადგან ჩემშიც ინტერესი დაინახეს, ექვსი წლის ასაკში მიმიყვანეს ფეხბურთზე. თავიდან ''ირაოზე'' დავდიოდი, ''გაგრაშიც'' ვიყავი ერთი პერიოდი. ''გაგრის'' პრეზიდენტს, ბესო ჩიხრაძეს, ჩემს ფეხბურთელობაში დიდი წვლილი მიუძღვის. იყო პერიოდი, როცა ფეხბურთზე გული ამიცრუვდა. თხუთმეტი წლის რომ ვიყავი, გადავწყვიტე, რომ ფეხბურთის თამაში აღარ მინდოდა.

- რატომ დაანებე თამაშს თავი?

- უბრალოდ, აღარ მინდოდა ფეხბურთი. დედაჩემისა და მამაჩემის თხოვნით ისევ გავაგრძელე თამაში და ახლა მათი მადლობელი ვარ. გარდატეხის პერიოდში დაახლოებით რვა თვე თავი მქონდა დანებებული თამაშისთვის. მერე ''გაგრაში'' მივედი. პირველი ლიგიდან გადავედით უმაღლეს ლიგაში და ასე ნელ-ნელა მოვედი დღემდე.

- დედმამიშვილი გყავს?

- უფროსი ძმა მყავს. ხუთი წელი დადიოდა ფეხბურთზე, მერე თამაშს თავი დაანება.

- ცნობილია, რომ ფეხბურთელები სწავლით თავს არ იკლავენ. შენც მათ რიცხვში ხარ?

- ვიცოდი, რომ მაგას მკითხავდი (იცინის). თავს არასდროს ვიკლავდი სწავლით. გაუნათლებელი ნამდვილად არ ვარ. თერთმეტი კლასის განათლება მაქვს.

- რამდენი წლის ხარ? არ გაქვს სწავლის გაგრძელების სურვილი?

- უმაღლესში ჩაბარება რომც მოვინდომო, დრო არ მაქვს, რომ ყოველდღე წიგნებთან დავჯდე და მერე გამოცდაზე გავიდე. ჩემთვის რომ დავჯდე და ვიკითხო, ეს უფრო შემიძლია და უფრო გამომადგება, ვიდრე ის, რომ ორმოცი წლის ასაკში დიპლომი მქონდეს. ორმოც წლამდე ფეხბურთს ვითამაშებ და მერე ატესტატი არ დამეხმარება რამე ახალი საქმის დაწყებაში. ამიტომ მირჩევნია, ფეხბურთი ვითამაშო და თან ვიკითხო. რა თქმა უნდა, ვხვდები, რომ უმაღლესში ჩაბარება უკეთესი იქნებოდა, მაგრამ ამდენს ვერ ''გავქაჩავ'' .

- გიფიქრია, ფეხბურთის გარდა, სხვა სპეციალობასაც დიდი სიამოვნებით დავეუფლებოდიო?

- ფეხბურთის გარდა არასდროს არაფერზე მიფიქრია. შეიძლება, სხვა რამის ნიჭი მქონდეს. მაგალითად, კალათბურთის, მეგობრებთან ერთად მითამაშია... მაგრამ არც მინდა ვიფიქრო, რა ვიქნებოდი, ფეხბურთის თამაში რომ არ გამომდიოდეს. ალბათ, ჩვეულებრივ ისეთი ვინმე ვიქნებოდი, ვინც მეთერთმეტე კლასი დაამთავრა და ვითომ სწავლობს. აქეთ-იქით ვივლიდი და ყოველდღე ერთ ფრაზას ვიტყოდი - მამა, ფული მომეცი. რომ არ მოგატყუო, ზუსტად გეტყვი, ფეხბურთელი თუ არ გამოვიდოდი, პროფესორი ვერ ვიქნებოდი.

- ინტერვიუს დაწყებამდე მითხარი, ერთი სული მაქვს, ''ილიჩევეცთან'' როდის დამთავრდება კონტრაქტიო. ზამთარში ამ გუნდთან კონტრაქტი გიმთავრდება. გაქვს საოცნებო კლუბი?

- საოცნებო კლუბს არ ვეძებ. ვეძებ რეალურ კლუბს, სადაც შეიძლება, 100%-ით ვიყო. მაქვს შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! საფრანგეთიდან, ჰოლანდიიდან და რუსეთიდან. ''ილიჩევეცი'' ისეთი გუნდია, რომ იქ ვერ ვგრძნობ თავს კარგად. ვერ ვეწყობი იქაურ სიტუაციას და ვერ ვთამაშობ ისე, როგორც საქართველოს ნაკრებში.

- გუნდს რატომ ვერ ეწყობი?

- შემტევ ფეხბურთს ვერ ვთამაშობთ. ისევ დონეცკის ''შახტარში'' რომ ვთამაშობდე, ამ გუნდში დარჩენის დიდი სურვილი მექნებოდა. მაგრამ ''ილიჩევეცი'' არის გუნდი, რომელიც დღესდღეობით არ მომწონს და სხვა გუნდებისგან ველოდები შემოთავაზებას. ზამთრამდე მოვითმენ და მერე ალბათ რაღაცები გამოჩნდება.

- მეგონა, საოცნებო გუნდებში ''ბარსელონას'' ან მადრიდის ''რეალს'' დაასახელებდი...

- ჩემი საოცნებო გუნდი ''მილანია'' . იტალიური ფეხბურთი ძალიან მომწონს და მინდა, იტალიაში თუ ვითამაშებ, ''მილანში'' ვითამაშო.

- როგორც ვხვდები, კახი კალაძის ფეხბურთში გავლილი გზა მოგწონს. დაახლოებით თხუთმეტი წლის მერე შენი თავი ენერგეტიკის მინისტრად ხომ არ წარმოგიდგენია?

- ჩემი თავი პოლიტიკაში საერთოდ არ წარმომიდგენია. კახი კალაძეს რომ ვუყურებ, პოლიტიკაში მოსვლის არანაირი სურვილი არ მიჩნდება. შეიძლება, პოლიტიკაში სპორტთან დაკავშირებული საკითხების გამო ჩავერიო, მაგრამ ენერგეტიკაში ჩემი თავი ვერ წარმომიდგენია. თუმცა ყველას თავისი გზა აქვს. თხუთმეტი წლის მერე მინდა, თავი ისე ვიგრძნო, როგორც კახი კალაძე გრძნობს და შეიძლება, უფრო უკეთესადაც, მაგრამ ენერგეტიკის გარეშე.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია