სოფელ ფოლადაანთკარში საიდუმლო საწყობი იპოვეს

სოფელ ფოლადაანთკარში საიდუმლო საწყობი იპოვეს

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოლადაანთკარში, ყოფილი ბანაკის კოტეჯებში ნაპოვნი საიდუმლო საწყობი გახსნა.

კოტეჯებში, რომელიც ადგილობირივ გამგეობის ბალანსზეა, დევნილებისთვის განკუთვნილი ჰუმანიტარულ ტვირთს მიაგნეს.

აღნიშნული ტვირთი 2008 წლის ომის შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირებზე უნდა გადანაწილებულიყო, თუმცა როგორც სამინისტროში აცხადებენ, ტვირთი გაურკეველი მიზეზების გამო დევნილებზე არ გადაუნაწილებიათ. დღეისათვის უკვე დაიწყო ტვირთის დეტალური აღწერა და ხარჯთაღრიცხვა. აღწერის შედეგად პროექტს ადგილობრივი მუნიციპალიტეტი ჩაიბარებს, შემდგომ კი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს გადასცემს.

როგორც ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი ალექსანდრა ობოლაძე აცხადებს, ბოლნისის გამგეობაში შემთხვევით ჩაუვარდა ხელში ტვირთის მიღება-ჩაბარების შესახებ შედგენილი აქტი, რომელიც 2008 წლის 5 დეკემბრის თარიღით გაფორმებულია ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენელსა და დევნილთა საკითხებში დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კობა გიორგაძეს შორის.

ალექსანდრა ობოლაძის განცხადებით, აღნიშნული მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე რუსეთის აგრესიის შედეგად 2008 წელს დაზარალებული მოსახლეობისათვის უნდა გადანაწილებულიყო საკვები პროდუქტი, პირველადი მოხმარების საგნები: საწოლები, ლეიბები, საბნები, საყოფაცხოვრებო მოხმარების საგნები, ასევე ტელევიზორები, საკვები პროდუქტი - ჩაი, ზეთი, წიწიბურა და ა.შ.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელ ალექსანდრა ობოლაძესთან ერთად, სოფელ ფოლადაანთკარში იმყოფებოდა ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილი. ცოტნიაშვილის განცხადებით, აღნიშნული საკითხით სავარაუროდ შესაბამისი სტრუქტურები დაინტერესდებიან.

"ეს არის ვანდალიზმი, როდესაც წლების განმავლობაში უამრავი დევნილი საჭიროებდა დახმარებას, ხოლო ასეთი დიდი რაოდენობის პროდუქტი საიდუმლო საცავებში იქნა დასაწყობებული და არ გადანაწილდა დევნილებზე",- აღნიშნა ცოტნიაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია