ბიძინა ივანიშვილი - ალასანიაც კარგი მინისტრია, თუმცა იდეალური არავინ არის

ბიძინა ივანიშვილი - ალასანიაც კარგი მინისტრია, თუმცა იდეალური არავინ არის

ირაკლი ალასანიაც კარგი მინისტრია, თუმცა იდეალური არავინ არის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა. როგორც პრემიერმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში, გადაცემა "პოლიტიკის დროში" საუბრისას აღნიშნა, ირაკლი ალასანიას აქვს კარგი პოლიტიკური გამოცდილება და შეიძლება ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი პოლიტიკოსია გუნდში.

"მე მასთან ძალიან ბევრ დროს ვატარებ და ძალიან მინდა, რაც არ მომწონს ის მოიხსნას. იდეალური არავინ არის. ყველაზე მეტ დროს მე ბერასთან ვატარებდი, ჩემს შვილებთან და ასე ვარ მინისტრებთან და სადაც შემიძლია ვეხმარები და ვუსწორებ. ალასანიას აქვს ძალიან დიდი გამოცდილება, აქვს ბევრი კარგი თვისება. მე მაქვს შეკითხვები და რაც არ მომწონს ამაზე ვმუშაობთ. არ არის სწორი ასეთი დაპირისპირება, როცა მეკითხებიან, რატომ მარგველაშვილი და არა ალასანია, ასე არ არის", - აღნიშნა პრემიერმა. მისივე შეფასებით, თავდაცვის სამინისტროც ძალიან წარმატებულად მუშაობს.

როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, გამოკვეთილი პრეტენზია არც ერთ მინისტრზე არ აქვს. პრემიერმა არ დაასახელა, ვის მიიჩნევს კარგ მინისტრებად და ძალიან კარგ მინისტრებად. "კარგები მინდა, რომ ძალიან კარგებში გადავიყვანო", - აღნიშნა ივანიშვილმა. მისივე შეფასებით, ყველაზე რთული და ხარისხიანი რეფორმა ჯანდაცვაში მიმდინარეობს და ყველაზე მეტი გადალაგება სწორედ ჯანდაცვის სისტემაში ხდება.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა