ხელისუფლება ჟერარ დეპარდიეს საქართველოში სტუმრობის საკითხს შეისწავლის

ხელისუფლება ჟერარ დეპარდიეს საქართველოში სტუმრობის საკითხს შეისწავლის

საქართველოს ხელისუფლება ფრანგი მსახიობის, ჟერარ დეპარდიეს საქართველოში სტუმრობის საკითხს შეისწავლის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თეა წულუკიანმა განუცხადა.

მისივე განმარტებით, სწორედ ფაქტების შესწავლის შემდეგ მიიღებს ხელისუფლება გადაწყვეტილებას, რა რეაგირებას მოახდენს ჟერარ დეპარდიეს საქართველოში სტუმრობასთან დაკავშირებით.

"ამ მდგომარეობას შესწავლა სჭირდება. ჟერარ დეპარდიე არ არის ადამიანი, რომელთან მიმართებაში საქართველომ ან ნებისმიერმა სხვა ქვეყანამ შეიძლება ნაჩქარევი გადაწვეტილება მიიღოს, ამიტომ ფაქტებს შევისწავლით და შემდეგ მოახდენს ხელისუფლება შესაბამის რეაგირებას. კანონი არის ყველასთვის ერთი", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ჟერარ დეპარდიე თბილისის აეროპორტის გავლით ბაქოში ორი დღის წინ გაემგზავრა.

ჟერარ დეპარდიე მიმდინარე წლის ზაფხულში ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, სოხუმში იმყოფებოდა.

ასევე იხილეთ:

ჟერარ დეპარდიე საქართველოში

დაკავებას გადაურჩა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია