არის თუ არა ჰომოფობია ქართულ საზოგადოებაში - "არ უნდა მაინტერესებდეს, ვის ვისთან აქვს სექსი"

არის თუ არა ჰომოფობია ქართულ საზოგადოებაში - "არ უნდა მაინტერესებდეს, ვის ვისთან აქვს სექსი"

''დგას თუ არა საქართველოში ჰომოფობიის პრობლემა'' - ეს თემა 17 მაისის ცნობილი მოვლენების შემდეგ, გასულ კვირას, კიდევ ერთხელ გახდა აქტუალური. მიზეზი კი ''კვირის პალიტრაში'' გამოქვეყნებული ღია წერილი გახლდათ, რომლის საშუალებითაც საზოგადოების ცნობილი სახეების ნაწილმა, ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს საქართველოში, თომას ჰამარბერგს მიმართა.

წერილში ჰამარბერგს ქართული ტრადიციების პატივისცემისკენ მოუწოდებენ. წერილის ხელმომწერთა გაღიზიანება უფლებადამცველის დასკვნის იმ ნაწილმა გამოიწვია, სადაც ჰამარბერგი სექსუალური უმცირესობების უფლებებზე საუბრობს.

სექსუალური უმცირესობების მიმართ საზოგადოების დამოკიდებულების გასარკვევად შოუბიზნესის ცნობილ სახეებს მივმართეთ. უნდა აღინიშნოს, რომ თემის გაგებისთანავე ბევრმა მათგანმა ტელეფონი გაგვითიშა, თუმცა რესპონდე-ნტთა ნაწილმა ამ საკითხზე საკუთარი მოსაზრებები მაინც გაგვაცნო.

სოფია სებისკვერაძე:

- არატრადიციული ორიენტაციის წარმომადგენლები ნაწილობრივ დაუცველები არიან და სამწუხაროა, რომ მათი უფლებები ირღვევა. კონკრეტულად არ მახსოვს, ჩემ ირგვლივ ვინმესთვის ამის გამო შეურაცხყოფა მიეყენებინათ, მაგრამ გამიგია, რომ ვიღაცამ ამის გამო სამსახური დაკარგა. საერთოდ, საზოგადოებაში უფრო დიდი ყურადღება ადამიანის განვითარების დონეს უნდა მივაქციოთ და არა მის სექსუალურ ორიენტაციას. არავის აქვს ადამიანების განკითხვის უფლება. არც ის არის მართალი, რომ სექსუალური უმცირესობა თავს დაგესხას. არც ერთი მხარე არ უნდა იყოს აგრესიული. თითოეული ადამიანი კანონითაა დაცული და არავინ უნდა დაიჩაგროს. სექსუალური ორიენტაცია ადამიანის პირადია და საჯაროდ არ უნდა განიხილებოდეს. მართალია, ადამიანს სექსუალური ორიენტაციის გამო შეურაცხყოფა არ უნდა მიაყენო, მაგრამ ისეც არ შეიძლება, მე სექსუალურ უმცირესობას წარმოვადგენდე და ამის გამო თავს ყველაფრის უფლებას ვაძლევდე. კანონი ყველამ უნდა დაიცვას, უმცირესობამაც და უმრავლესობამაც. მნიშვნელობა არ აქვს, ძალადობა ვისი მხრიდან იქნება.

იუნა შაფათავა

- რა თქმა უნდა, ქართული საზოგადოება ჰომოფობიურია. ქრისტიანული დოგმები არატრადიციულ ორიენტაციას კრძალავს. ცოდვად ითვლება. მიმაჩნია, რომ ჰომოფობიაში კარგი არაფერია, მაგრამ არც ცუდია. გააჩნია, როგორ შევხედავთ. ირგვლივ თუ გავიხედავთ, ძალიან ბევრ სფეროს სჭირდება ჩვენს ქვეყანაში დაცვა. სოციალურად დაუცველები ვართ ყველანი. ქალი, კაცი, ბავშვი, პენსიონერი. მოდი, ჯერ ამას მივხედოთ და გეები საკუთარ თავს თვითონ მოუვლიან.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია