არამი პური დეპარდიესთვის - "აფხაზეთის მეგობარი" ჟერარი გუშინ "პურის სახლში" ქეიფობდა

არამი პური დეპარდიესთვის - "აფხაზეთის მეგობარი" ჟერარი გუშინ "პურის სახლში" ქეიფობდა

მსახიობი ჟერარ დეპარდიე გუშინ საქართველოს ესტუმრა. გავრცელებული ინფორმაციით, დეპარდიემ 20 წუთი გაატარა აეროპორტში და ამის მერე ბაქოში გაფრინდა. მისი სტუმრობის შესახებ ცნობილი გახდა აეროპორტში მსახიობისა და აეროპორტის თანამშრომლების მიერ გადაღებული სურათების მეშვეობით.

თუმცა, როგორც ირკვევა, ჟერარ დეპარდიემ საქართველოში ოც წუთზე მეტი გაატარა და არც მხოლოდ აეროპორტში ყურყუტებდა - ყოფილ ფრანგ და აწ. რუსადქმნილ მუსიო ჟერარს არც ქართული "სმა-ჭამა დიდად შესარგი" დავიწყებია. როგორც ირკვევა, დეპარდიე თანხმლებ პირებთან და რამოდენიმე ქართველთან ერთად ვახტან გორგასლის 7 ნომერში მდებარე რესტორან "პურის სახლს" ესტუმრა და სულ მცირე, ერთი საათი გაატარა იქ. რესტორანში მსახიობის ყოფნა "პურის სახლის" "ფეისბუქის" ოფიციალური გვერდიდან გახდა ცნობილი, სადაც დეპარდრიეს სურათი არის გამოქვეყნებული. სავარაუდოდ, მათ წარმოდგენა არ ჰქონდათ, რომ დეპარდიეს სახით ახლადგამომცხვარ საერთაშორისო კრიმინალს მასპინძლობდნენ.

(სურათზე: დეპარდიე და აფხაზეთის ეგრეთ წოდებული რესპუბლიკის ლიდერი ალექსანდრე ანქვაბი)

"კი, ჟერარ დეპარდიე ჩვენთან იმყოფებოდა. დაახლოებით ერთი საათი გაატარა და წავიდა. ჩვენთან ისადილა. ვისთან ერთად იყო არ ვიცი, ვერ ვიცანი მისი თანხმლები ქართველები. ქართველებთან ერთად უცხოელებიც იყვნენ. გაწეული მომსახურებით კმაყოფილი დარჩა და მადლობაც გადაგვიხადა" - განაცხადა "კვირის პალიტრასთან" საუბარში რესტორან "პურის სახლის" პიარ-მენეჯერმა ნუცა მალაშხიამ.

იხილეთ სრულად Kvirispalitra.ge-ზე

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია