გიორგი მარგველაშვილი ბიძინა ივანიშვილის რჩევების გათვალისწინებას პრემიერობიდან მისი გადადგომის შემდეგაც აპირებს

გიორგი მარგველაშვილი ბიძინა ივანიშვილის რჩევების გათვალისწინებას პრემიერობიდან მისი გადადგომის შემდეგაც აპირებს

გიორგი მარგველაშვილი ბიძინა ივანიშვილის რჩევების გათვალისწინებას პრემიერობიდან მისი გადადგომის შემდეგაც აპირებს.

როგორც მარგველაშვილმა "რუსთავი 2"-ის ეთერში, გადაცემა "არჩევანში" განაცხადა, არ შეიძლება ბიძინა ივანიშვილის რჩევები, რომელიც მისთვის ავტორიტეტი და მეგობარია, უმნიშვნელო იყოს.

"უმნიშვნელოვანესი ცვლილება ხორციელდება. პოლიტიკური ლიდერი ხდება ჩვეულებრივი მოქალაქე და მიდის სამოქალაქო საზოგადოებაში. ვფიქრობ, ჩემი და ბიძინას მეგობრობა გაგრძელდება, მაგრამ სამუშაო ურთიერთობა აღარ გვექნება. როგორ შეიძლება ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც მოახდინა ცვლილება, რომელსაც ამხელა ავტორიტეტი აქვს, რომელიც მეგობარია, რომლისაც ძალიან მჯერა და ნებისმიერი სხვა ადამიანი ჩემთვის იყოს ერთი და იგივე. მე ახლაც აღარ ვარ მისი თანამშრომელი – მინისტრი, მაგრამ ვხვდებით და ვსაუბრობთ. ჩვენ ვრჩებით ძალიან ახლო პარტნიორებად, უბრალოდ თანამშრომლები აღარ ვიქნებით", - განაცხადა მარგველაშვილმა გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, ბიძინა ივანიშვილის რჩევები, როგორც რიგითი მოქალაქის, როგორ აისახება მის საქმიანობაზე და რამდენად გაითვალისწინებს მას.

ამასთან, პრეზიდენტობის კანდიდატს გადაცემის წამყვანმა "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკურ მომავალზეც დაუსვა შეკითხვა, თუმცა მარგველაშვილის თქმით, ეს მისი ინტერესის სფერო არაა. "მე ვიცი, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მიმართ პოლიტიკურ დევნას და პოლიტიკურ დაპატიმრებებს არ განვახორციელებთ. როგორ განვითარდება ეს პარტია, ჩემი ინტერესი არაა", - აღნიშნა მარგველაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა