"შა­ვი სი­ის" ტყვე­ე­ბი - "ვა­ლე­ბით აგე­ბენ "პი­რა­მი­დებს" და შემ­დეგ მას­ში იხ­რჩო­ბი­ან"

"შა­ვი სი­ის" ტყვე­ე­ბი - "ვა­ლე­ბით აგე­ბენ "პი­რა­მი­დებს" და შემ­დეგ მას­ში იხ­რჩო­ბი­ან"

"შა­ვი სი­ა" - ასე უწო­დე­ბენ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში სა­ბე­დის­წე­რო სი­ას, სა­დაც ურჩ გა­დამ­ხდე­ლებს აღ­რიცხ­ა­ვენ. სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ბან­კის მო­ნა­ცე­მებს თუ და­ვეყ­რდნო­ბით, მიმ­დი­ნა­რე წლის ივ­ნი­სის ბო­ლოს ვა­და­გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი სეს­ხე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 265. 97 მი­ლი­ონ ლარს აღ­წევ­და. ამ მტკივ­ნე­ულ სა­კითხ­ზე სა­უ­ბა­რი ეკო­ნო­მი­კის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტორს, პრო­ფე­სორ მი­ხე­ილ თოქ­მა­ჯიშ­ვილს ვთხო­ვეთ:

- პრო­ფე­სი­ულ ენა­ზე ამას ვა­და­გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი სეს­ხე­ბი ჰქვი­ა. ამ სი­ა­ში უნ­და გა­მოვ­ყოთ სეს­ხე­ბი, რომ­ლე­ბიც უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლია ქო­ნე­ბით და მა­თი საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვე­თი შე­და­რე­ბით და­ბა­ლი­ა, და ისე­თი სეს­ხე­ბი, რომ­ლე­ბიც ქო­ნე­ბით უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი არ არის და მა­თი საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვე­თიც და­ახ­ლო­ე­ბით 8-12 პრო­ცენ­ტით მა­ღა­ლი­ა. დღეს ყვე­ლა­ზე დი­დი პრობ­ლე­მა და სა­ფიქ­რა­ლი სწო­რედ ქო­ნე­ბით უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი სეს­ხე­ბი­ა, ანუ იმ ხალ­ხის მი­ერ აღე­ბუ­ლი ვა­ლი, რო­მელ­საც ქო­ნე­ბა უნ­და ჩა­მო­ერ­თვას და ეს ფუ­ლი კო­მერ­ცი­ულ ბანკს უკან უნ­და და­უბ­რუნ­დეს.

ყვე­ლა­ზე ცუდ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ისი­ნი აღ­მოჩ­ნდნენ, ვინც ჯერ ერთ ბან­კში აი­ღო ვა­ლი, მე­რე მის გა­სას­ტუმ­რებ­ლად მე­ო­რე ბანკს ან სუ­ლაც კერ­ძო მე­ვახ­შეს მი­მარ­თა და მათ ტყვე­ო­ბა­ში აღ­მოჩ­ნდა. ასე­თე­ბი "პი­რა­მი­დებს" აგე­ბენ, სამ­-ოთხ სესხს იღე­ბენ და ბო­ლოს ამ "პი­რა­მი­და­ში" იხ­რჩო­ბი­ან. ამა­ვე დროს, კო­მერ­ცი­უ­ლი ბან­კე­ბიც არ არი­ან ბო­ლომ­დე მარ­თა­ლი - თუ მათ სა­ო­პე­რა­ციო ხარ­ჯებს და­ვაკ­ვირ­დე­ბით, აღ­მოჩ­ნდე­ბა, რომ თან­ხის 50 პრო­ცენ­ტი სა­ხელ­ფა­სო ხარ­ჯებ­ზე მი­დის, ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნებ­ში კი სა­ო­პე­რა­ციო ხარ­ჯებ­ზე მხო­ლოდ 30 პრო­ცენ­ტი­ა.

- რო­გო­რია ვა­და­გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი სეს­ხე­ბის სტრუქ­ტუ­რა?

- ვა­და­გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი სეს­ხე­ბის ნა­ხე­ვარ­ზე მე­ტი სა­მე­წარ­მეო სექ­ტორ­ზე მო­დის, ფი­ზი­კურ პი­რებ­ზე გა­ცე­მუ­ლი სეს­ხი კი შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბი­ა. დღეს­დღე­ო­ბით ძნე­ლია თქმა, რამ­დენ ადა­მი­ანს ან ფირ­მას აქვს და­ვა­ლი­ა­ნე­ბა, მაგ­რამ სეს­ხე­ბი გა­ცე­მუ­ლია ფი­ზი­კურ პი­რებ­ზეც, ში­და მე­ურ­ნე­ო­ბებ­ზეც და ფირ­მებ­ზეც. არ უნ­და ვი­ფიქ­როთ, რომ ფირ­მის ან სა­წარ­მოს მი­ერ აღე­ბუ­ლი უი­მე­დო ვა­ლი ნაკ­ლე­ბი პრობ­ლე­მა­ა, რად­გან ასეთ დროს სა­წარ­მო იყი­დე­ბა და იქ და­საქ­მე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ულუკ­მა­პუ­როდ რჩე­ბი­ან.

- სად არის ყვე­ლა­ზე ოპ­ტი­მა­ლუ­რი გა­მო­სა­ვა­ლი ამ სი­ტუ­ა­ცი­ი­დან?

- თუ ბანკირები შე­ამ­ცი­რე­ბენ სა­ო­პე­რა­ციო ხარ­ჯებს, შემ­ცირ­დე­ბა სა­პრო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვე­თი, რო­მე­ლიც დღეს ძა­ლი­ან მა­ღა­ლია - 12-დან 24 პრო­ცენ­ტამ­დეც კი ადის. საპ­რო­ცენ­ტო გა­ნაკ­ვე­თის შემ­ცი­რე­ბა იქ­ნე­ბა ერ­თ-ერ­თი პი­რო­ბა იმი­სა, რომ ადა­მი­ა­ნებ­მა შე­ღა­ვა­თი იგ­რძნონ. მე­ო­რე პი­რო­ბაა სეს­ხე­ბის რეს­ტრუქ­ტუ­რი­ზა­ცი­ა.

ხათუნა ჩიგოგიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია