ვინ იქნება მეორე და აგორ­დე­ბა თუ არა ზვა­ვი სა­ხე­ლად "რიგ­გა­რე­შე სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი"

ვინ იქნება მეორე და აგორ­დე­ბა თუ არა ზვა­ვი სა­ხე­ლად "რიგ­გა­რე­შე სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი"

27 ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნებს წი­ნასა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სის­გან გან­მა­სხვა­ვე­ბე­ლი ნი­შა­ნიც აქვს და მსგავ­სე­ბაც. პირ­ველ რიგ­ში, მთა­ვა­რი გან­სხვა­ვე­ბა ის არის, რომ წლე­ვან­დე­ლი წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნია მშვიდ და არა­ექ­სტრე­მა­ლურ გა­რე­მო­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს, მი­ნი­მუ­მამ­დეა დაყ­ვა­ნი­ლი ეჭ­ვე­ბი იმის შე­სა­ხებ, გა­ყალ­ბდე­ბა თუ არა არ­ჩევ­ნე­ბი, ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი რე­სურ­სი კამ­პა­ნი­ა­ში ფაქ­ტობ­რი­ვად, არ მო­ნა­წი­ლე­ობს და ა.შ. მოკ­ლედ, ამ კუთხ­ით, ერ­თი ნა­ბი­ჯი ევ­რო­პის­კენ გა­დავ­დგით ­(თუმ­ცა სა­არ­ჩევ­ნო სი­ე­ბის სა­კითხი კვლავ პრობ­ლე­მა­ტუ­რად რჩე­ბა).

რაც შე­ე­ხე­ბა მსგავ­სე­ბას - ქვე­ყა­ნა­ში საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი ისე არ ჩა­ტა­რე­ბუ­ლა, რომ გა­მოკ­ვე­თი­ლი ფა­ვო­რი­ტი არ ყო­ფი­ლი­ყო. ასეა 2013 წელ­საც - გულ­ზე ხე­ლი და­ვი­დოთ და ვთქვათ, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" კან­დი­და­ტი გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი­ (უ­პირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ფაქ­ტო­რის გა­მო) ფა­ვო­რი­ტი­ა. ივა­ნიშ­ვილ­მა და მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა ცო­ტა დი­სო­ნან­სი კი შე­ი­ტა­ნეს მშვიდ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ა­ში - თუ მე­ო­რე ტუ­რი სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა, მო­ნა­წი­ლე­ო­ბას არ მი­ვი­ღებ­თო, თუმ­ცა იქ­ვე დას­ძი­ნეს­: მე­ო­რე ტუ­რის ალ­ბა­თო­ბა ძა­ლი­ან მცი­რე­აო. ასეა თუ ისე, იქ­ნე­ბა თუ არა მე­ო­რე ტუ­რი, ფა­ვო­რი­ტი მა­ინც მარ­გვე­ლაშ­ვი­ლია და ძნე­ლი წარ­მო­სად­გე­ნი­ა­ (ა­მას ქარ­თვე­ლი ექ­სპერ­ტე­ბიც ვა­რა­უ­დო­ბენ), რომ მე­ო­რე ტუ­რის და­ნიშ­ვნის შემ­თხვე­ვა­ში, "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" ყვე­ლა­ფე­რი წყალს გა­ა­ტა­ნოს და "გა­ი­ბუ­ტოს".

ალ­ბათ, ამ არ­ჩევ­ნებ­ში ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო ისა­ა, თუ ვინ და­ი­კა­ვებს მე­ო­რე ად­გილს - ასე­თი შან­სე­ბი აქვს რო­გორც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" კან­დი­დატ და­ვით ბაქ­რა­ძეს, ისე "დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მოძ­რა­ო­ბის" ლი­დერ ნი­ნო ბურ­ჯა­ნა­ძეს. მე­ო­რე ად­გი­ლი ამ შემ­თხვე­ვა­ში ერ­თგვა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი რე­ა­ნო­მო­ბი­ლის როლს ას­რუ­ლებს.

პირ­ველ რიგ­ში, მე­ო­რე ად­გი­ლი გან­საზღ­ვრავს ვა­შინ­გტო­ნი­სა თუ ევ­რო­პის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას ამა თუ იმ პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლი­სად­მი. მა­გა­ლი­თად, თუ და­ვით ბაქ­რა­ძემ მე­ო­რე ად­გი­ლი არ და­ი­კა­ვა, ამას შე­საძ­ლო­ა, "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის­თვის" და პი­რა­დად პარ­ტი­ის ლი­დერ სა­ა­კაშ­ვი­ლის­თვის კა­ტას­ტრო­ფუ­ლი შე­დე­გე­ბი ჰქონ­დეს. კერ­ძოდ, ექ­სპერ­ტე­ბის თქმით, ვა­შინ­გტონსა და ევ­რო­პა­ში და­ეჭ­ვდე­ბი­ან - დღეს­დღეო­ბით რამ­დე­ნად სე­რი­ო­ზუ­ლი ძა­ლაა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა". ეს, სა­ვა­რა­უ­დოდ, აი­სა­ხე­ბა პო­ლი­ტი­კურ მხარ­და­ჭე­რა­ზე. და­სავ­ლეთ­ში სა­ა­კაშ­ვი­ლი და "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი" აქ­ტუ­ა­ლუ­რე­ბი აღარ იქ­ნე­ბი­ან, "მი­ა­ვიწყ­დე­ბათ", ინ­ტე­რესს აღარ გა­მო­ი­ჩე­ნენ. შე­სა­ბა­მი­სად, და­სავ­ლეთ­ში არც ის სა­კითხი იქ­ნე­ბა აქ­ტუ­ა­ლუ­რი - არი­ან თუ არა სა­ა­კაშ­ვი­ლის ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბი.

მე­ო­რე ად­გი­ლის და­კა­ვე­ბის შემ­დეგ კი პი­რი­ქით - "ნა­ცი­ო­ნა­ლებს" შე­უძ­ლი­ათ ამ­ტკი­ცონ­ (პირ­ველ რიგ­ში, უმ­ტკი­ცონ და­სავ­ლეთს), რომ რჩე­ბი­ან მთა­ვარ ოპო­ზი­ცი­ურ ძა­ლად, რო­მელ­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში დაბ­რუ­ნე­ბის პრე­ტენ­ზია აქვს.

რაც შე­ე­ხე­ბა ნი­ნო ბურ­ჯა­ნა­ძეს - მე­ო­რე ად­გილ­ზე გას­ვლის შემ­თხვე­ვა­ში, სწო­რედ ის და­ფიქ­სირ­დე­ბა მთა­ვარ ოპო­ზი­ცი­უ­რ ძა­ლად. ექ­სპერ­ტე­ბის თქმით, მე­ო­რე ად­გილ­ზე ბურ­ჯა­ნა­ძის გას­ვლი­სას, ვა­შინ­გტო­ნი და ევ­რო­პა მას, რო­გორც მთა­ვარ ოპო­ზი­ცი­ო­ნერს, ან­გა­რიშს გა­უ­წე­ვენ აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე ყვე­ლა სი­კე­თით. შე­სა­ბა­მი­სად, ბუ­რ­ჯა­ნა­ძეს ექ­ნე­ბა კარ­გი სას­ტარ­ტო პო­ზი­ცი­ა, რომ და­არ­წმუ­ნოს და­სავ­ლე­თი თა­ვის სან­დო პარ­ტნი­ო­რო­ბა­ში (რო­გორც ეს იყო მი­სი პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბი­სას).

მე­ო­რე ად­გი­ლის და­კა­ვე­ბა­-არ­და­კა­ვე­ბა არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია იმ კუთხ­ით, თუ რო­გორ გა­ნაგ­რძო­ბენ ში­და­პო­ლი­ტი­კურ საქ­მი­ა­ნო­ბას ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი პარ­ტი­ე­ბი. ამან შე­საძ­ლო­ა, გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნოს ზო­გა­დად ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­ზე.

"ნა­ცი­ო­ნა­ლებ­მა" 2012 წლის 1-­ლი ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნებ­ში მარ­ცხის შემ­დეგ მო­ა­ხერ­ხეს და შე­ი­ნარ­ჩუ­ნეს პარ­ტი­უ­ლი სტრუქ­ტუ­რა. არა­ვის­თვის არის სა­ი­დუმ­ლო, რომ აქ­ტი­ვის­ტთა დიდ ნა­წილს ამ პარ­ტი­ის ლი­დე­რე­ბი ინარ­ჩუ­ნე­ბენ და­პი­რე­ბე­ბით - ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში აუ­ცი­ლებ­ლად დავ­ბრუნ­დე­ბი­თო. თუ ბაქ­რა­ძემ არ­ჩევ­ნებ­ში მე­ო­რე ად­გი­ლი და­ი­კა­ვა, სა­ვა­რა­უ­დოდ, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი" პარ­ტი­უ­ლი სტრუქ­ტუ­რაც გა­დარ­ჩე­ბა. წინ ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბი­ა, 2016 წელს კი სა­პარ­ლა­მენ­ტო - შე­სა­ბა­მი­სად, "ნა­ცი­ო­ნა­ლებს" და პი­რა­დად სა­ა­კაშ­ვილს შე­უძ­ლი­ათ ­(თა­ვი­ან­თი პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი მან­ქა­ნის დახ­მა­რე­ბით) მო­მა­ვა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის დი­დი ნა­წი­ლი ააწყ­ონ დე­ვიზ­ზე - "ჩვენ დავ­ბრუნ­დე­ბით".

"ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" კან­დი­და­ტის მე­სა­მე ად­გილ­ზე გას­ვლა კი ამ პარ­ტი­ის­თვის შე­საძ­ლო­ა და­მან­გრე­ვე­ლი აღ­მოჩ­ნდეს. პირ­ველ რიგ­ში, ეს მა­თი აქ­ტი­ვის­ტე­ბის იმედ­გაც­რუ­ე­ბას გა­მო­იწ­ვევს, რა­მაც შე­საძ­ლო­ა, პარ­ტი­ის და­ცა­რი­ე­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს. ერ­თი პარ­ტი­ი­დან მე­ო­რეში მა­სობ­რი­ვად გა­დას­ვლა ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კის­თვის არა­ხა­ლი­ა. და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის პე­რი­ო­დი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, გვი­ნა­ხავს ერთ დროს ძლე­ვა­მო­სი­ლი პარ­ტი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც კრა­ხის შემ­დეგ სულ რამ­დე­ნი­მე თვე­ში ცა­რი­ელ­დე­ბოდ­ნენ და ქრე­ბოდ­ნენ პო­ლი­ტი­კუ­რი სცე­ნი­დან.

თუ ბაქ­რა­ძე მე­ო­რე ად­გილ­ზე არ გა­ვი­და, რი­გით აქ­ტი­ვის­ტებს კი არა, შე­საძ­ლო­ა, პარ­ტი­ულ სა­ხე­ებ­საც სე­რი­ო­ზუ­ლი ეჭ­ვი გა­უჩ­ნდეთ - უღირთ თუ არა უპერ­სპექ­ტი­ვო პარ­ტი­ა­ში დარ­ჩე­ნა. მაქ­სი­მუმ ისი­ნი პო­ლი­ტი­კი­დან წავ­ლენ­ (ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი საზღ­ვარ­გა­რე­თაც), მი­ნი­მუმ კი გა­დაჯ­გუფ­დე­ბი­ან და ახალ პო­ლი­ტორ­გა­ნი­ზა­ცი­ას და­აარ­სე­ბენ. ყვე­ლა­ზე დიდ დარ­ტყმას კი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი მი­ი­ღებს. ის რჩე­ბა პარ­ტი­ის ლი­დე­რად და შე­სა­ბა­მი­სად, აქ­ტი­უ­რად აპი­რებს 27 ოქ­ტომ­ბრის შემ­დეგ პო­ლი­ტი­კუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის გაგ­რძე­ლე­ბას. პარ­ტი­უ­ლი სტრუქ­ტუ­რე­ბის ნგრე­ვის და თა­ნა­გუნ­დე­ლე­ბის და­კარ­გვის შემ­დეგ კი ის შე­საძ­ლო­ა, "შე­ვარ­დნა­ძე 2"-ად გა­და­იქ­ცეს. იქ­ნე­ბა სა­სურ­ვე­ლი რეს­პო­ნდენ­ტი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის­თვის და მე­ტი არა­ფე­რი.

გარ­და ამი­სა, "ნა­ცი­ო­ნა­ლებს" სხვა გა­სა­ჭი­რიც ად­გათ - სულ უფ­რო ხში­რად გა­მო­ითქმის მო­საზ­რე­ბა იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ პარ­ლა­მენ­ტში ძალ­თა ბა­ლან­სი არ ასა­ხავს რე­ა­ლო­ბას. თუ ბაქ­რა­ძემ მე­ო­რე ად­გი­ლი არ და­ი­კა­ვა, ეს "მო­საზ­რე­ბა" შე­საძ­ლო­ა, ზვა­ვის პრინ­ცი­პით აგორ­დეს, გა­იდ­გას ფეს­ვე­ბი და მარ­თლაც დავ­დგეთ რიგ­გა­რე­შე სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის წი­ნა­შე. ექ­სპერ­ტთა ვა­რა­უ­დით, ეს ამ პარ­ტი­ის და­სას­რუ­ლის და­საწყ­ი­სი იქ­ნე­ბა.

ნი­ნო ბურ­ჯა­ნა­ძის შემ­თხვე­ვა­ში კი ყვე­ლა­ფე­რი პი­რი­ქი­თაა - თუ მან მე­ო­რე ად­გი­ლი და­ი­კა­ვა, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყა­ვით: ის ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი არ­გუ­მენ­ტით მწვა­ვედ დას­ვამს რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბის სა­კითხს და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს მას­თან ოპო­ნი­რე­ბა გა­უ­ჭირ­დე­ბათ. რიგ­გა­რე­შე სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი და მან­და­ტე­ბის მსხვი­ლი "კო­ნის" მო­პო­ვე­ბა კი ბურ­ჯა­ნა­ძის­თვის პო­ლი­ტი­კუ­რი რე­ა­ნი­მა­ცი­ის ტოლ­ფა­სი იქ­ნე­ბა.

თუმ­ცა ბურ­ჯა­ნა­ძე გარ­კვე­ულ რე­ა­ნი­მა­ცი­ას მა­ში­ნაც მო­ახ­დენს, თუ მე­ო­რე ად­გი­ლი და­ი­კა­ვა და მთა­ვარ ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რად და­ფიქ­სირ­და. შე­საძ­ლო­ა, მას სხვა შან­სი აღარც ჰქონ­დეს. ამ ფონ­ზე, ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, რა­დი­კა­ლუ­რი მე­თო­დე­ბით "სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნი­სა" და სა­ა­კაშ­ვი­ლი­სა და მე­რა­ბიშ­ვი­ლის ცი­ხე­ში გამ­წე­სე­ბის პი­რო­ბე­ბი ელექ­ტო­რა­ტის ერთ ნა­წილ­ზე კარ­გად მუ­შა­ობს. თუ მე­ო­რე ად­გი­ლი არ და­ი­კა­ვა, ექ­ნე­ბა კი შან­სი ბურ­ჯა­ნა­ძეს, რომ მსგავ­სი ნი­შა მო­ძებ­ნოს?! ხომ არ შე­უ­ერ­თდე­ბა ის იმ ქარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის მა­სას, რომ­ლე­ბიც ერთ დროს რე­ი­ტინ­გუ­ლე­ბი იყ­ვნენ, მაგ­რამ დღეს ჟურ­ნა­ლის­ტებს ხან­და­ხან ახ­სენ­დე­ბათ ხოლ­მე?! ალ­ბათ, ეს კითხ­ვა "დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მოძ­რა­ო­ბის" ლი­დერს სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვი­საც და­უს­ვამს.

ასე რომ, 27 ოქ­ტომ­ბერს მე­ო­რე ად­გი­ლი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბისა" და ბურ­ჯა­ნა­ძის­თვის შე­საძ­ლო­ა, ის ვერ­ცხლი აღ­მოჩ­ნდეს, რო­მე­ლიც ოქ­რო­ზე მე­ტი­ა. საქ­მე ისე კი არ დგას, ვინ რო­მელ პრო­ცენ­ტებს აი­ღებს, არა­მედ ასე - ვინ გა­დარ­ჩე­ბა.

ფა­ვო­რი­ტი - გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი

43 წლის პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­დატს დამ­თავ­რე­ბუ­ლი აქვს თბი­ლი­სის ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი და მი­ნი­ჭე­ბუ­ლი აქვს დოქ­ტო­რის ხა­რის­ხი ფი­ლო­სო­ფი­ა­ში; 1993-1994 წლებ­ში სწავ­ლობ­და ცენ­ტრა­ლუ­რი ევ­რო­პის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, კერ­ძოდ, ქა­ლაქ პრა­ღა­ში გავ­ლი­ლი აქვს დიპ­ლო­მის შემ­დგო­მი სწავ­ლე­ბა სო­ცი­ო­ლო­გი­ა­ში; მან ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მთავ­რო­ბა­ში გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტრის პოს­ტი და­ი­კა­ვა, 2013 წლის 11 მა­ისს კი კო­ა­ლი­ცია "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტად და­ა­სა­ხე­ლა.

1991 წლის 26 მა­ი­სის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი

არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ექ­ვსმა კან­დი­დატ­მა მი­ი­ღო, ცხა­დი იყო, რომ ზვი­ად გამ­სა­ხურ­დია მათ­გან უალ­ტერ­ნა­ტი­ვო გახ­ლდათ. ამომ­რჩევ­ლის ხმა ასე გა­ნა­წილ­და:

1. ზვი­ად გამ­სა­ხურ­დია 2 565 362 ხმა; 2. ვა­ლე­რი­ან ად­ვა­ძე 240 243 ხმა

3. ჯე­მალ მი­ქე­ლა­ძე 51 717 ხმა; 4. ნო­დარ ნა­თა­ძე 36 266 ხმა; 5. ირაკ­ლი შენ­გე­ლაია 26 886 ხმა; 6. თა­მაზ კვა­ჭან­ტი­რა­ძე 8 553 ხმა

1995 წლის 5 ნო­ემ­ბრის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი

არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ექ­ვსმა კან­დი­დატ­მა მი­ი­ღო, ამომ­რჩევ­ლის მხარ­და­ჭე­რა ასე გა­ნა­წილ­და: 1. ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძე 1 589 909 ხმა; 2. ჯუმ­ბერ პა­ტი­აშ­ვი­ლი 414 303 ხმა; 3. აკა­კი ბაქ­რა­ძე 3 350 ხმა; 4. პან­ტე­ლე­ი­მონ გი­ორ­გა­ძე 10 697 ხმა; 5. ქარ­თლოს ღა­რი­ბაშ­ვი­ლი 10 023 ხმა; 6. რო­ინ ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნი 7 948 ხმა

2000 წლის 9 აპ­რი­ლის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი

არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ექ­ვსმა კან­დი­დატ­მა მი­ი­ღო, რო­მელ­თა­გან გა­მარ­ჯვე­ბა კვლვაც ედუ­არდ შე­ვად­ნა­ძემ მო­ი­პო­ვა. 1. ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძე 1 870 311 ხმა; 2. ჯუმ­ბერ პა­ტი­აშ­ვი­ლი 390 486 ხმა; 3. ქარ­თლოს ღა­რი­ბაშ­ვი­ლი 7 863 ხმა

4. ავ­თან­დილ ჯოგ­ლა­ძე 5 942 ხმა; 5. ვა­ჟა ჟღენ­ტი 3 363 ხმა; 6. თენ­გიზ ასა­ნი­ძე 2 793 ხმა.

2004 წლის 4 იან­ვრის (რიგ­გა­რე­შე) საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი

არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა კვლა­ვაც ექ­ვსმა კან­დი­დატ­მა მი­ი­ღო. ხმე­ბი ასე გა­ნა­წილ­და. 1. მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი 1 890 256 ხმა; 2. თე­ი­მუ­რაზ შა­ში­აშ­ვი­ლი 36 398 ხმა; 3. რო­ინ ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნი 5 154 ხმა; 4. ზა­ზა სი­ხა­რუ­ლი­ძე 4 782 ხმა; 5. ქარ­თლოს ღა­რი­ბაშ­ვი­ლი 4 192 ხმა; 6. ზუ­რაბ ქე­ლეხ­საშ­ვი­ლი 1 901 ხმა.

2008 წლის 5 იან­ვრის (რიგ­გა­რე­შე) საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი:

არ­ჩევ­ნებ­ში შვი­დი კან­დი­და­ტი მო­ნა­წი­ლე­ობ­და. უკი­დუ­რე­სად და­ძა­ბულ პო­ლი­ტი­კურ ვი­თა­რე­ბა­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით ხმე­ბი ასე გა­ნა­წილ­და: 1. მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი 1 059 647 ხმა; 2. ლე­ვან გა­ჩე­ჩი­ლა­ძე 509 111 ხმა; 3. არ­კა­დი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლი 140 801 ხმა; 4. შალ­ვა ნა­თე­ლაშ­ვი­ლი 128 564 ხმა; 5. და­ვით გამ­ყრე­ლი­ძე 79 734 ხმა; 6. გი­ორ­გი მა­ი­საშ­ვი­ლი 15 247 ხმა; 7. ირი­ნა სა­რიშ­ვი­ლი-­ჭან­ტუ­რია 3 242 ხმა.

ანა გიორგაძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა