C ჰეპატიტის მკურნალობა მოქალაქეებისთვის გაიაფდება - დავით სერგეენკო

C ჰეპატიტის მკურნალობა მოქალაქეებისთვის გაიაფდება - დავით სერგეენკო

C ჰეპატიტის მკურნალობა საქართველოს მოქალაქეებისთვის გაიაფდება. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ჯანდაცვის მინისტრმა , დავით სერგეენკომ განაცხადა, ახალი პროექტის თანახმად, პატიმრებს C ჰეპატიტის მკურნალობა უფასოდ ჩაუტარდებათ. მისივე თქმით, C ჰეპატიტის მკურნალობა რიგითი მოქალაქეებისთვისაც გაიაფდება.

ამასთან, დღეს ჯანდაცვის მინისტრმა სოფლის ექიმების ხელფასების მომატებაზეც ისაუბრა.

სერგეენკოს თქმით, უკვე არსებობს პროექტი, რომლის თანახმადაც, სოფლის ექიმების ხელფასების მომატება 30 პროცენტითაა შესაძლებელი.

"სოფლის ექიმების ხელფასი 500 ლარია. აქედან ნახევარს სახელმწიფო იხდიდა, ნახევარს - კერძო სადაზღვევო კომპანიები. ამ ექიმებს სხვა სტატუსი ჰქონდათ, ამბულატორიებს კი სხვა იურიდიული სტატუსი. ექიმებს ამბულატორიებისთვის ფართის დაქირავება, კომუნალური ხარჯების გასტუმრება და საჭირო საკანცელარიო თუ მედიკამენტების შეძენა უწევდათ, რაზეც უკვე ჩვენ ვიზრუნებთ", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია