ივანიშვილს იმდენივე წიგნი აქვს წაკითხული, რამდენიც ჯაყოს - მიხეილ სააკაშვილი

ივანიშვილს იმდენივე წიგნი აქვს წაკითხული, რამდენიც ჯაყოს - მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილმა დიღმის რეზიდენციიდან გადაბარგებისას მედიასთან ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი.

"ამდენი ხანია თავს ვიკავებ პრემიერ ივანიშვილის დახასიათებაზე, სხვა თუ არაფერი, ქართველი ხალხის არჩეულია და ქართველი ხალხის არჩევანს უნდა ვცეთ პატივი, მაგრამ ამდენი შეტევის შემდეგ დრო დადგა, ერთხელ მაინც ვთქვა. ამ კაცს ზუსტად იმდენი წიგნი აქვს წაკითხული, რამდენიც ჯავახიშვილის პერსონაჟ ჯაყოს. მან არათუ იცის რომელიმე უცხო ენა, არამედ მე ცხოვრებაში არ მსმენია ასეთი უბადრუკი ქართული, როგორითაც ის საუბრობს" - განაცხადა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი მასზე მითიურ, შეთითხნილ სისხლის სამართლებრივ საქმეებთან დაკავშირებით, გამუდმებით ახორციელებს თავდასხმებს, ისევე, როგორც წინასაარჩევნოდ ხალხს უთხრეს, რომ მისმა პარტიამ მოკლა 9 თვის ბავშვი. "ამ თემით ხომ მოიგეს არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე. ბედუკაძე, რომლის დადგმული კადრებით მოიგეს არჩევნები, ლამის ნაციონალურ გმირად გამოაცხადეს", - აღნიშნა სააკაშვილმა.

იხილეთ ვიდეო

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა