სპეციალურად ქალებისთვის - ახალი ცვლილებები შრომის კოდექსში

სპეციალურად ქალებისთვის - ახალი ცვლილებები შრომის კოდექსში

იუსტიციის სამინისტროში შრომის კოდექსში შესატანი მორიგი ცვლილებების პრეზენტაცია გამართა. რეფორმის ახალი ტალღა ქალთა უფლებების ახლებურად დარეგულირებას მოითხოვს. უფრო კონკრეტულად, ამ კუთხით კანონპროექტი ყურადღებას ამახვილებს ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა თანაბარი პირობების ფარგლებში თანაბარი ანაზღაურების უზრუნველყოფა, ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის აღმოფხვრა, ღამით მუშაობის შეზღუდვა ქალთა განსაკუთრებული კატეგორიისთვის, დამატებითი შესვენება მეძუძური ქალისთვის, შვებულება ორსულობის, მშობიარობის, ბავშვის მოვლის გამო და სხვა.

პროექტის საბოლოო ვერსიის მომზადების პროცესში კონსულტაციები გაიმართება როგორც საერთაშორისო ორგანიზაციების, ისე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, დასაქმებულთა გაერთიანებების და მედიასექტორის წარმომადგენლებთან.

ქალთა შრომითი უფლებების კუთხით კოდექსში შემავალი ცვლილებები რეფორმის მეორე ეტაპია. შრომის კოდექსის რეფორმის პირველი ტალღა 20 ივლისს დასრულდა, როდესაც იუსტიციის სამინისტროს ინიცირებული ცვლილებები ძალაში შევიდა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია