რატომ შეწყდა ტოტალიზატორში საპრეზიდენტო არჩევნებზე ფსონების მიღება

 რატომ შეწყდა ტოტალიზატორში საპრეზიდენტო არჩევნებზე ფსონების მიღება

საქართველოში პირველად, ტოტალიზატორმა ფსონების მიღება დაიწყო საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებზე. მსგავსი ტრადიცია უკვე არსებობს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. პოპულარული ინგლისური საბუკმეკერო დაწესებულება "უილიამ ჰილი", დაახლოებით 40 წელია იღებს ფსონებს არჩევნებთან დაკავშირებით, მაგრამ საქართველოში მსგავსი რამ პირველად ხდება.

ამის მიზეზად ბევრი ფაქტორი შეიძლება დასახელდეს, მაგრამ მთავარი ფაქტორი, მაინც არის ის, რომ საქართველოში არჩევნები "გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკას" გავს და ნაკლებად თუ ვინმეს ეჭვი ეპარება იმაში, რომ საფეხბურთო კლუბი "მარგველაშვილი" ჩემპიონი გახდება, თანაც, დიდი ალბათობით, 70 %-იანი ფორით. სამაგიეროდ, ძალიან საინტერესოა, ვინ დაიკავებს მეორე ადგილს – "ლევერკუზენი" თუ "დორტმუნდი". უკაცრავად, ბაქრაძე თუ ბურჯანაძე.

თუმცა, ფეისბუქის სავანეებში პიარტექნოლოგიების ექსპერტის, სოსო გალუმაშვილის პოსტი გამოჩნდა, რომელიც არც მეტი, არც ნაკლები, აცხადებს, რომ კონსტიტუციის მიხედვით მსგავსი მაიმუნობა ანუ საპრეზიდენტო კანდიდატებზე ფსონების დადება დაუშვებელია და ტოტალიზატორი  კანონს არღვევს. როგორც ჩანს, სოსო გალუმაშვილის შემეცნებითი სტატუსი ტოტალიზატორის ხელმძღვანელობასაც მოხვდა თვალში და... ფსონების დადება შეაჩერეს.

იხილეთ სტატიის სრული ტექსტი და ტოტალიზატორის მენეჯმენტის კომენტარი kvirispalitra.ge-ზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა