გან­ძის­მა­ძი­ებ­ლებ­ი ქარ­თუ­ლ სა­მარ­ხე­ბს შე­უ­რაცხ­ყოფენ - ექსკლუზივი ტაო-კლარჯეთიდან

გან­ძის­მა­ძი­ებ­ლებ­ი ქარ­თუ­ლ სა­მარ­ხე­ბს შე­უ­რაცხ­ყოფენ - ექსკლუზივი ტაო-კლარჯეთიდან

თსუ­-ის ასის­ტენ­ტ-პრო­ფე­სო­რი, გე­ოგ­რა­ფი და გე­ო­ლო­გი გი­ორ­გი დვა­ლაშ­ვი­ლი რამ­დე­ნი­მე დღის წინ დაბ­რუნ­და ტა­ო-­კლარ­ჯე­თი­დან და სპე­ცი­ა­ლუ­რად "ყვე­ლა სი­ახ­ლის­თვის" ექ­სკლუ­ზი­უ­რი ინ­ფორ­მა­ცია და ფო­ტო­ე­ბი ჩა­მოგ­ვი­ტა­ნა:

გი­ორ­გი დვა­ლაშ­ვი­ლი: - ის­ტო­რი­უ­ლი შავ­შე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არის X-XI სა­უ­კუ­ნე­ე­ბის შავ­შე­თის ცი­ხის საკ­მა­ოდ დი­დი კომ­პლექ­სი, რო­მელ­საც მე­ო­რე სა­ხე­ლიც აქვს - სათ­ლეს ცი­ხე. რამ­დე­ნი­მე დღის წინ ავე­დით და ვნა­ხეთ, რომ ეს ტე­რი­ტო­რია მა­სობ­რი­ვად გა­და­უთხ­რი­ათ. ად­გი­ლობ­რივ­მა მო­სახ­ლე­ო­ბამ გვითხ­რა, აქ ოფი­ცი­ა­ლურ არ­ქე­ო­ლო­გი­ურ სა­მუ­შა­ოს თურ­ქე­თის კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო აწარ­მო­ებს და ოს­მა­ლე­თის იმ­პე­რი­ის დრო­ინ­დე­ლი ნივ­თმტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი იპო­ვე­სო. ისიც თქვეს, ეს ცი­ხე მა­ლე ტუ­რის­ტუ­ლი ობი­ექ­ტი იქ­ნე­ბა და შეს­ვლაც ფა­სი­ა­ნი გახ­დე­ბა­ო. გა­მო­რიცხ­უ­ლი­ა, არ­ქე­ო­ლო­გე­ბი იქ არ წაწყ­დო­მოდ­ნენ ქარ­თულ კვალს, რო­მე­ლიც ამ ცი­ხის ქარ­თულ წარ­მო­მავ­ლო­ბას და­ა­დას­ტუ­რებ­და. არც ისაა გა­მო­რიცხ­უ­ლი, ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ნი­მუ­შე­ბი ან და­კარ­გუ­ლი­ყო, ან შეგ­ნე­ბუ­ლად და­ე­მა­ლათ. სა­ინ­ტე­რე­სო კი­დევ ის არის, რომ ბო­ლო ორი წე­ლი­წა­დი­ა, ყვე­ლა ძეგ­ლთან გაჩ­ნდა სა­მე­ნო­ვა­ნი წარ­წე­რა: თურ­ქუ­ლი, ინ­გლი­სუ­რი და ქარ­თუ­ლი, მაგ­რამ ძეგ­ლე­ბის ქარ­თულ წარ­მო­მავ­ლო­ბა­ზე არ­სად არა­ფე­რია ნათ­ქვა­მი. მიმ­დი­ნა­რე წლის მა­ი­სამ­დე ოშ­კზე არ­სე­ბობ­და ქარ­თუ­ლი წარ­წე­რა, სა­დაც ამო­ი­კითხ­ავ­დით, რომ ამ ტაძ­რის მშე­ნებ­ლო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და პატ­რი­კოს ჯო­ჯი­კი, მაგ­რამ იქ­ვე, თურ­ქუ­ლად და ინ­გლი­სუ­რად მის ნაც­ვლად მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლია "პატ­რი­არ­ქი გა­გი­კი", რო­მე­ლიც სომ­ხე­თის პატ­რი­არ­ქი გახ­ლდათ, ხო­ლო მის კავ­შირს ოშ­კთან არც ერ­თი წყა­რო არ ადას­ტუ­რებს. დღეს იქ ქარ­თუ­ლი წარ­წე­რა აღარ არის, სა­მა­გი­ე­როდ დარ­ჩე­ნი­ლია თურ­­ქუ­ლი და ინ­გლი­სუ­რი. სამ­წუ­ხა­როდ, ამა­ზე ქარ­თვე­ლე­ბი­დან არა­ვინ რე­ა­გი­რებს.

- პარალელურად კი, ქარ­თუ­ლ ძეგ­ლე­ბს გან­ძის­მა­ძი­ებ­ლებ­ი თხრიან.

- ად­გი­ლობ­რივ­მა მო­სახ­ლე­ო­ბამ გვითხ­რა, რომ უც­ნო­ბი ადა­მი­ა­ნე­ბი და­დი­ან სპე­ცი­ა­ლუ­რი ხელ­საწყ­ო­ე­ბით, ტექ­ნი­კით, რო­მე­ლიც ნე­ბის­მი­ერ ლი­თონ­ზე რე­ა­გი­რებს და თხრი­ა­ნ. ქარ­თვე­ლე­ბი ხში­რად ხურ­და ფულს ტო­ვე­ბენ და იმა­საც გან­ძის­მა­ძი­ებ­ლე­ბი ით­ვი­სე­ბენ, თან ალ­ბათ ძვე­ლი ხა­ნის ჰგო­ნი­ათ და და­ნარ­ჩენ ად­გი­ლებ­ში უფ­რო გულ­მოდ­გი­ნედ გა­ნაგ­რძო­ბენ თხრა­სო. გვა­რი­ა­ნა­დაა გა­დათხ­რი­ლი შავ­შე­თის ცი­ხის მახ­ლობ­ლად ბა­ზი­ლი­კუ­რი ტი­პის ტაძ­რის ნან­გრე­ვე­ბი, უამ­რა­ვი ძვა­ლი დაგ­ვხვდა მიყ­რილ-მოყ­რი­ლი. გა­დათხ­რი­ლია არ­ტა­ა­ნის, იგი­ვე არ­და­გა­ნის ცი­ხის მახ­ლობ­ლად ჭინ­ჭრო­ბის ტაძ­რად მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი ბა­ზი­ლი­კა; ოპი­ზას ტე­რი­ტო­რი­ა, ოთხ­თა. დო­ლის­ყა­ნის სა­კურ­თხევ­ლის სარ­კმე­ლი ამ ბო­ლოს მთლი­ა­ნად ჩა­მონ­გრე­უ­ლა, შე­სას­ვლე­ლი კე­დე­ლიც, რო­მე­ლიც ხუ­თი წლის წინ თურ­ქებ­მა აღად­გი­ნეს, გან­ძის მა­ძი­ებ­ლებს და­უნ­გრე­ვი­ათ. ბა­ნა კი ყვე­ლა­ზე უპატ­რო­ნოდ არის მი­ტო­ვე­ბუ­ლი. მი­სი არ­სე­ბო­ბის მა­უწყ­ე­ბე­ლი არც აბ­რაა სად­მე და გზაც არა­ვის გა­უყ­ვა­ნი­ა. იქ ცო­ტა ხნის წინ 5 მეტ­რამ­დე სიღ­რმე­ში ჩა­სუ­ლან და სა­მარ­ხე­ბი ამო­უყ­რი­ათ. მაგრამ ახლახან გადათხრილი ხანძთის შიდა და გარე ნაწილის ნახვა ჩემთვის მართლაც მოულოდნელი აღმოჩნდა. თუ ასე გაგრძელდა, აღსადგენიც არაფერი იქნება.

- ვი­ცი, იშ­ხან­ში შე­აღ­წი­ეთ...

- ახ­ლობ­ლო­ბით და ნაც­ნო­ბო­ბით შე­ვე­დი... დავ­რწმუნ­დი, რომ ყვე­ლა წე­სის დაც­ვი­თაა გა­კე­თე­ბუ­ლი. გურგენ მეფის სამლოცველოზე - პატარა ბაზილიკის ტიპის ეკლესიაზე ვიცოდი, რომ დარღვევებით ჰქონდათ რესტავრირებული. თვი­თონ ვნა­ხე, რომ ყვე­ლა­ფე­რი რიგ­ზეა და მაცხ­ოვ­რის ფრეს­კაც კვლავ ძვე­ლე­ბუ­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა. ძა­ლი­ან მა­დარ­დებ­და ტაძ­რის ორ­ნა­მენ­ტის ბე­დი - რე­ლი­ე­ფუ­რი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბის, რო­მე­ლიც თსუ­-ის სიმ­ბო­ლი­კა­ში­ცაა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი და სა­ბედ­ნი­ე­როდ, პა­ტა­რა ზა­დიც კი ვერ­სად აღ­მო­ვუ­ჩი­ნე. ყვე­ლა­ფე­რი ისე კარ­გად აღუდ­გე­ნი­ათ, ერ­თი წარ­წე­რა ან დე­ტა­ლიც კი არ და­უ­ზი­ა­ნე­ბი­ათ. ქვებიც, რითაც მოაპირკეთეს, ცოტათი განსხავებული ფერისაა და რელიეფში თითქოს არ ჯდება. რა თქმა უნდა, XI-XII საუკუნის ქვებს ასე იოლად ვერ შეუხამებდნენ, მაგრამ ისეთი ქვებია, ქანებია, დროთა განმავლობაში რომ იჟანგება და ფერს იცვლის. რასაკვირველია, ცუდია, რომ რესტავრაცია ქართველების გარეშე მოხდა, მაგრამ კარგი ისაა, რომ არსებულ სიტუაციაში მაინც გაკეთდა და მნიშვნელოვანი არაფერი გაუფუჭებიათ.

ირმა ხარშილაძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია