რო­გორ ეძე­ბენ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი და­კარ­გუ­ლებს

რო­გორ ეძე­ბენ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი და­კარ­გუ­ლებს

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მი­ერ და­კარ­გუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ძებ­ნის დე­ტა­ლებ­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა ყო­ფი­ლი გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი შო­თა გენ­გაშ­ვი­ლი:

- ხში­რია შემ­თხვე­ვა, რო­ცა მშობ­ლებ­ზე გულ­მო­სუ­ლი მო­ზარ­დი გარ­ბის სახ­ლი­დან. ისი­ნი, ძი­რი­თა­დად, პი­რად და ოჯა­ხურ პრობ­ლე­მებს გა­ურ­ბი­ან. ზო­გა­დად, ადა­მი­ა­ნი უკ­ვა­ლოდ არას­დროს იკარ­გე­ბა, გარ­კვე­უ­ლი დრო­ის შემ­დეგ გა­მოჩ­ნდე­ბა ცოცხ­ა­ლი ან, ღმერ­თმა ყვე­ლა და­ი­ფა­როს, მი­სი გვა­მი მა­ინც. საზღ­ვრებ­ზე მარ­ტი­ვად ვე­რა­ვინ გა­ვა და ვერც ვე­რა­ვინ გა­იყ­ვანს. გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლე­ბი ახ­ლობ­ლებს გა­ურ­ბი­ან და მათ­თან კონ­ტაქტს ერი­დე­ბი­ან. იკარ­გე­ბი­ან - ცო­ტა ხმა­მა­ღა­ლი ნათ­ქვა­მი­ა. მე­რე აღ­მოჩ­ნდე­ბა, რომ ისი­ნი სადღ­აც ფა­რუ­ლად ცხოვ­რო­ბენ­. თუ ადა­მი­ა­ნი გა­უ­ჩი­ნარ­და, ოჯა­ხი ან ახ­ლობ­ლე­ბი გან­ცხა­დე­ბით მი­მარ­თა­ვენ პო­ლი­ცი­ას, რო­მე­ლიც იწყ­ებს ოპე­რა­ტი­ულ სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბას - და­კარ­გუ­ლის ძებ­ნას. კა­ნო­ნის თა­ნახ­მად, თუ და­ნა­შა­უ­ლის ნიშ­ნე­ბი დად­გინ­და, გა­მო­ძი­ე­ბა იწყ­ე­ბა, თუ არა და - ძებ­ნა, მიმ­დი­ნა­რე­ობს ახ­ლობ­ლე­ბის გა­მო­კითხ­ვა იმის და­სად­გე­ნად, სად და ვის­თან ერ­თად იყო, ტე­ლე­ფო­ნის დე­ტა­ლუ­რი გა­შიფ­ვრა, შე­მო­სუ­ლი და გა­სუ­ლი ზა­რე­ბის დად­გე­ნა, ხდე­ბა მთე­ლი სუ­რა­თის აღ­დგე­ნა. ხშირ შემ­თხვე­ვა­ში ეს რთუ­ლი­ა, რად­გან შე­საძ­ლოა ადა­მი­ან­მა იცო­დეს და­კარ­გუ­ლის ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი, მაგ­რამ და­მა­ლუ­ლის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გა­მო­ძი­ე­ბას არ გა­უმ­ხი­ლოს­. მოთხ­ოვ­ნა იმი­სა, რომ ძებ­ნა მა­შინ­ვე და­იწყ­ოს, კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი არ არის, ამ დროს არ­სე­ბი­თი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ფაქ­ტობ­რივ გა­რე­მო­ე­ბებს, მა­გა­ლი­თად, თუ არის ეჭ­ვი, რომ ადა­მი­ა­ნი ვი­ღა­ცამ გა­ი­ტა­ცა, მა­შინ­ვე და­იწყ­ე­ბა ძებ­ნა, თუ არა და, იმ­პე­რა­ტი­უ­ლი მოთხ­ოვ­ნა, რომ მა­შინ­ვე და­იწყ­ონ ძებ­ნა, კა­ნონ­ში მი­თი­თე­ბუ­ლი არ არის.

- ვინ ერ­თვე­ბა ძი­ე­ბა­ში?

- პო­ლი­ცი­ის გა­და­საწყ­ვე­ტი­ა, რო­მე­ლი სამ­სა­ხუ­რე­ბი ჩარ­თონ საქ­მე­ში. ძი­ე­ბის პირ­ველ ეტაპ­ზე, ცხელ კვალ­ზე შე­იძ­ლე­ბა კი­ნო­ლო­გი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის გა­მო­ყე­ნე­ბა, მაგ­რამ შემ­დეგ, ძი­რი­თა­დად, წარ­მო­ებს გა­მო­კითხ­ვე­ბი. კვა­ლის პოვ­ნის შემ­თხვე­ვა­ში, შე­საძ­ლო­ა, კრი­მი­ნა­ლის­ტუ­რი ექ­სპერ­ტი­ზე­ბიც და­ნიშ­ნონ, გა­მო­ძი­ე­ბა ყვე­ლა­ნა­ირ ღო­ნის­ძი­ე­ბას ატა­რებს.

- რა დრო­ის შემ­დეგ წყდე­ბა ადა­მი­ა­ნის ძებ­ნა და ცხად­დე­ბა ის და­კარ­გუ­ლად?

- თუ ადა­მი­ა­ნი 5 წე­ლი არ გა­მოჩ­ნდა, უგ­ზო­-უკ­ვლოდ და­კარ­გუ­ლად ცხად­დე­ბა სა­სა­მარ­თლოს გზით, მაგ­რამ ძი­ე­ბა არ წყდე­ბა და ხან­დაზ­მუ­ლო­ბის ვა­და დი­დი­ა. ­რო­დე­საც ძებ­ნა უშე­დე­გო­ა, და­ზა­რა­ლე­ბულს ყო­ველ­თვის მი­აჩ­ნი­ა, რომ საქ­მეს არ იძი­ე­ბენ, რაც არ არის სწო­რი - თუ გა­მო­ძი­ე­ბამ და პო­ლი­ცი­ამ ამო­წუ­რა ყვე­ლა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ყვე­ლა ახ­ლო­ბე­ლი გა­მო­კითხ­ა, საზღ­ვრებ­ზე გა­აფ­რთხი­ლა, სუ­რა­თე­ბი გა­ავ­რცე­ლა და მა­ინც არ გა­მოჩ­ნდა და­კარ­გუ­ლი, რა პო­ლი­ცი­ის ბრა­ლი­ა? Yყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, რო­ცა ადა­მი­ა­ნი თვე­ო­ბით ვერ უპო­ვი­ათ, მაგ­რამ მე­რე გა­მო­ჩე­ნი­ლა და უთ­ქვამს, რომ არ უნ­დო­და ოჯახ­თან და ახ­ლობ­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა. თუ ადა­მი­ა­ნი ოთა­ხი­დან არ გა­მო­დის და ვის­თა­ნაც არის შე­ხიზ­ნუ­ლი, ისიც არა­ფერს ამ­ბობს, გა­მო­ძი­ე­ბას ხომ არ და­ე­სიზ­მრე­ბა მი­სი ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი?

ნანა ფიცხელაური

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ