მიხეილ სააკაშვილი - ოცნება ჯერ ერთი ტვინს ულაყებს ადამიანს და მეორეც, საქმეს აცდენს

მიხეილ სააკაშვილი - ოცნება ჯერ ერთი ტვინს ულაყებს ადამიანს და მეორეც, საქმეს აცდენს

ოცნება ჯერ ერთი ტვინს ულაყებს ადამიანს და მეორეც, საქმეს აცდენს, -ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა რიყეზე , ამფითეატრის შენობაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"მსურს გავაკეთო ძალიან რადიკალური განცხადება. ზოგის თავში ფიქრი ხანდახან კვამლად გადაიქცევა. ამ კვამლს ოცნებას ვეძახით. თქვენს მტერს, რაც ეს კვამლი იზამს, ვისაც თავში აუვარდება საქმეს დამართებს, თვალებს უბრმავებს, ყურებში ბამბას უცობს. ოცნებიანი ძლიერ ზარმაცია, ამასთანავე მსუნაგი და უეჭველად ღარიბი, ღიად ღარიბია და თავდაპირველად გამდიდრებაზე ოცნებობს. უკეთ რომ ვთქვათ, იმაზე, კარგია იმაზე სიმდიდრე. ამიტომ, თავი და ბოლო ოცნების, ფიქრისა არის - ახ ნეტავი არის. ფიქრიანი და მოსაზრებიანი კაციც ძლიერ უფრთხის ოცნებას, იმიტომ, რომ ოცნება ჯერ ერთი ტვინს ულაყებს ადამიანს და მეორეც, საქმეს აცდენს",-განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, ეს არ არის მისი განცხადება და ამას ნაწილობრივ ემიჯნება კიდეც. "ეს არის დიდი კლასიკოსი ქართველი, ვაჟა-ფშაველა. ვაჟა-ფშაველა ოცნებაზე, ქართულ ოცნებაზე",-განაცხადა სააკაშვილმა.

პრეზიდენტმა მისსა და ივანიშვილის მსოფლმხედველობას შორის განსხვავებაზეც ისაუბრა.

ჩემი მსოფლმხედველობა ისევე განსხვავდება პრემიერ-მინისტრ ივანიშვილისგან, როგორც პრეზიდენტ პუტინისგან - განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, მას საქართველოს თავისუფლება სურს. "პუტინისთვის მე არც დედა მიგინებია ოდესმე და არც სხვა რამ. მე მინდა თავისუფალი საქართველო, პუტინს – არა. ივანიშვილმა თქვა, რომ მინდა საზოგადოება, რომელსაც მე ვმართავ უკნიდან, ზემოდან. მე კი მინდა საზოგადოება, რომელიც იქნება თავისუფალი და თვითონ მართავს თავის თავს. როგორც პუტინთან არის ჩემი ხედვა შეუსაბამო, ისევე ვერასოდეს ჩემი ხედვა ივანიშვილთან ვერ შეთანხმდება. მე მწამს თავისუფლების და მწამს საქართველოს მომავლის", - განაცხადა პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ ამ ხედვას ალტერნატივა არ აქვს.

მისი თქმით, მომავალში სხვა იქნება მის ადგილზე, ააფრიალებს თავისუფლების დროშას და საქართველოს "წარსულის გადმონაშთებიდან" სამშვიდობოს გაიყვანს.

"ეს ბრძოლა, რა თქმა უნდა, დაიწყო ამ არჩევნებისთვის, მაგრამ გაგრძელდება არჩევნების შემდეგ. ყველაფერი წინ არის და ჩვენ ამ ბრძოლაში აუცილებლად გავიმარჯვებთ. ამაში სრულიად დარწმუნებული ვარ",- აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

იხილეთ ვიდეო

იხილეთ ფოტოგალერეა

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა