ირაკლი ღარიბაშვილმა საოცრება გააკეთა, ნახეთ, როგორი კულტურული პოლიცია გვყავს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ტელეკომპანია "კავკასიის" ეთერში განაცხადა. ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნული კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც გადაცემის წამყვანმა დავით აქუბარდიამ შინაგან საქმეთა სამინისტროს და მინისტრის მეტი კომუნიკაბელურობის სურვილი გამოთქვა.
"ჩვენ მუდმივ სენსაციებში ყოფნას მივეჩვიეთ, ციფრები, დანაშაულის გახსნის სტატისტიკა ყველგან დევს, გამჭვირვალობაშიც პრინციპული სხვაობაა, ევროპის დონის გამჭვირვალობაა", - განაცხადა ივანიშვილმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობაზე კომენტარი გიორგი მარგველაშილმაც გააკეთა. "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატმა სტატისტიკური მონაცემები დაასახელა და აღნიშნა, რომ დანაშაულის გაზრდის მაჩვენებელი 57%-ით გაიზარდა.
"როდესაც გამოითქვა ვარაუდი, რომ ამნისტიის შემდეგ შესაძლოა კრიმინალი გაზრდილიყო, სამი კვირის განმავლობაში ეს მთავარი თემა იყო. უპრეცედენტო ამნისტიის ფონზე მოელი, რომ კრიმინალი გაიზრდება. დღეს კი ვაჩვენებთ, რომ დაკლებულია კრიმინალი და გაზრდილია დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი, ამას ისე გაატარებენ, ვითომ არაფერი", - აღნიშნა მარგველაშვილმა.