"ნახვამდის ბატონო პრეზიდენტო!" - დღეს პრეზიდენტს მხარდამჭერები დაემშვიდობებიან

"ნახვამდის ბატონო პრეზიდენტო!" - დღეს პრეზიდენტს მხარდამჭერები დაემშვიდობებიან

პრეზიდენტის სასახლესთან დღეს გამოსამშვიდობებელი აქცია, სახელწოდებით "ნახვამდის ბატონო პრეზიდენტო!" გაიმართება, რომლის ორგანიზატორია მოძრაობა "პატრიოტები".

როგორც ისინი აცხადებენ, აქციის მიზანია, მადლიერების გამოხატვა იმ დადებითისთვის, რაც მიხეილ სააკაშვილის მმართველობამ ქვეყანას მოუტანა. მათივე თქმით, სურთ საერთაშორისო საზოგადოებას დაანახონ, რომ საქართველოს მოქალაქეები საღად აზროვნებენ და აფასებენ იმ პროგრესს, რომელსაც ამ ადამიანის პრეზიდენტობის პერიოდში საქართველომ მიაღწია.

"აქციით მადლიერებას გამოვხატავთ საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის 9-წლიანი მმართველობის პერიოდში მიღწეული პროგრესისა და წარმატებებისთვის როგორც საშინაო, ისე საგარეო კუთხით იმ დადებითისთვის, რაც ამ ადამიანის მმართველობამ ქვეყანას მოუტანა", - აცხადებენ მოძრაობა "პატრიოტებში".

აქცია 17:00 საათზე დაიწყება და მას სიმბოლური ხასიათი ექნება.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა