ტალღებმა სოჭის სანაპიროზე ღვთისმშობლის ხატი გამორიყა

ტალღებმა სოჭის სანაპიროზე ღვთისმშობლის ხატი გამორიყა

ძლიერი ქარიშხლის შემდეგ, ტალღებმა სოჭის საკურორტო დასახლება გოლოვინკაში, სანაპიროზე ივერიის ღვთისმშობლის ხატი გამორიყა.

სოჭის მოსახლეობა მომხდარს სასწაულს უწოდებს. ხატი სანაპიროზე ერთ-ერთმა დამსვენებელმა იპოვა და ახლომდებარე მოციქულთასწორ წმინდა ნინოს ეკლესიაში მიაბრძანა.

ხატზე დაწერის თარიღი - 1896 წელი და ავტორის, ან მფლობელის სახელი - მოსკოველი დეკანოზი ალექსანდრ სმირნოვი არის მითითებული. "გავოცდით, რადგან რელიქვია ნაპირზე იმ დღით გამორიყა, როდესაც ეკლესია სწორედ ამ ხატს მიაგებს პატივს - 13 ოქტომბერს", - აღნიშნავს ტაძრის წინამძღვარი კონსტანტინე.

ღვთისმშობლის სახე, მიუხედავად ზღვის წყლის ზემოქმედებისა, კარგადაა შენახული. ხატი ვერცხლითა და ოქროთია მოოჭვილი და ძვირფასი ქვები ამშვენებსს.

ამჟამად, ეკლესიის მსახური ოსტატებს ეძებს, რომლებიც ხატს რესტავრაციას გაუკეთებენ. მოვლენის აღსანიშნავად ტაძარში საზეიმო ლიტურგიის ჩატარება სურთ.

მომზადებულია ntv.ru-ს მიხედვით.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია