რიჩარდ ნორლანდი - არჩევნები იქნება მნიშვნელოვანი დღე დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების თვალსაზრისით

რიჩარდ ნორლანდი - არჩევნები იქნება მნიშვნელოვანი დღე დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების თვალსაზრისით

საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები იქნება ნამდვილად მნიშვნელოვანი დღე ქართული დემოკრატიის კონსოლიდაციის საქმეში, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების თვალსაზრისით , - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა ჟურნალისტებს ზუგდიდში განუცხადა.

როგორც რიჩარდ ნორლანდმა ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ნანა ოკუჯავასთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, გასულ წელთან შედარებით ზუგდიდში გაცილებით მშვიდი საარჩევნო გარემოა.

აშშ-ის ელჩის შეფასებით, სამეგრელოს რეგიონი საარჩევნო პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია.

"მე ზუგდიდში მეოთხედ ვარ. გასულ წელს, როდესაც ამ საოლქო საარჩევნო კომისიას ვსტუმრობდი, ატმოსფერო ბევრად უფრო დაძაბული იყო. წელს გარემო გაცილებით მშვიდია. მოსახლეობა ელოდება, რომ ჩატარდება პროფესიული, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები. ზაფხულში მოხდა რამდენიმე ინცინდენტი და არავის სურს, მსგავსი ინცინდენტები ისევ განმეორდეს", - განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.

ელჩის ინფორმაციით, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ნიდერლანდების საელჩოებმა ერთობლივი ჯგუფები შექმნეს, რომლებიც არჩევნებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში დააკვირდებიან.

"დამკვირვებლები შეეცდებიან, უზრუნველყონ, რომ ხმების დათვლის პროცესი სამართლიანად ჩატარდება. ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ არჩევნები წარიმართება გამჭვირვალედ, ღია გარემოში და იქნება კარგად ორგანიზებული პროცესი", - აღნიშნა რიჩარდ ნორლანდმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა