"გვცე­მეს და მათ­თან სექ­სი გვა­ი­ძუ­ლეს" - სექ­სუ­ა­ლუ­რი ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის პრობლემა საქართველოში

"გვცე­მეს და მათ­თან სექ­სი გვა­ი­ძუ­ლეს" - სექ­სუ­ა­ლუ­რი ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის პრობლემა საქართველოში

ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის მი­ერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ სა­გან­გა­შო ან­გა­რიშ­ში ნათ­ქვა­მი­ა, რომ ევ­რო­კავ­ში­რის სა­ხელ­მწი­ფო­ებ­ში, და­ახ­ლო­ე­ბით, 900 000 ადა­მი­ა­ნი მო­ნას­თან გა­თა­ნაბ­რე­ბულ პი­რო­ბებ­ში ცხოვ­რობს და მუ­შა­ობს, მათ­გან მე­ოთხ­ე­დი სექ­სუ­ა­ლუ­რი ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის, ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი­ა. ეს პრობ­ლე­მა სა­ქარ­თვე­ლოს­თვი­საც აქ­ტუ­ა­ლუ­რი­ა. ამ სა­კითხ­ზე ტრე­ფი­კინ­გის ერ­თ-ერთ მსხვერ­პლსა და ადა­მი­ა­ნე­ბით ვაჭ­რო­ბის მსხვერ­პლთა, და­ზა­რა­ლე­ბულ­თა დაც­ვის ფონ­დის ხელ­მძღვა­ნელ მა­რი­ნე მესხს ვე­სა­უბ­რე­ბით.

მაია კ: - უსახ­სრო­ბის გა­მო სა­ბერ­ძნეთ­ში სა­მუ­შა­ოდ წას­ვლა გა­დავ­წყვი­ტე. ერ­თ-ერთ შუ­ა­მა­ვალ ფირ­მას და­ვუ­კავ­შირ­დი, 2.000 ევ­რო მომ­თხო­ვეს, იმის ნე­ბაც დამ­რთეს, თან­ხის ნა­ხე­ვა­რი სა­ბერ­ძნეთ­ში გა­და­მე­ხა­და. ფა­თე­რა­კე­ბით სავ­სე გზით, ბო­ლოს და ბო­ლოს ქა­ლაქ სა­ლო­ნიკ­ში ჩა­ვე­დით; ორ­მა ბერ­ძენ­მა გამ­ცი­ლე­ბელ­მა ერთ პა­ტა­რა სას­ტუმ­რო­ში დაგ­ვა­ბი­ნა­ვა, დო­კუ­მენ­ტე­ბი ჩა­მოგ­ვარ­თვეს - სას­ტუმ­რო­სა და იმ ფირ­მა­ში წარ­სად­გე­ნად გვჭირ­დე­ბა, სა­დაც უნ­და იმუ­შა­ო­თო, პო­ლი­ცი­ას­თან კონ­ფლიქ­ტი არ გვინ­დო­და და ხმა­უ­რი არ ავ­ტე­ხეთ. იმ ღა­მით პო­ლი­ცია მა­ინც მო­ვი­და, მაგ­რამ ფუ­ლი მი­ვე­ცით და გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში აღარ გა­დაგ­ვიყ­ვა­ნეს; დი­ლით ჩვენ­თან (სა­მი ახალ­გაზ­რდა ქა­ლი ვი­ყა­ვით) ბერ­ძე­ნი კა­ცი და ქა­ლი მო­ვიდ­ნენ, ჩვენ გი­ყი­დეთ 2.000 დო­ლა­რად და ახ­ლა ჩვენ­ზე უნ­და იმუ­შა­ო­თო, აღ­მოჩ­ნდა, რომ გამ­ცი­ლე­ბელ­მა გაგ­ვყი­და. მე­რე ოთახ­ში რამ­დე­ნი­მე ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი შე­მო­ვი­და, გვცე­მეს და გვა­ი­ძუ­ლეს, მათ­თან სექ­სუ­ა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა დაგ­ვემ­ყა­რე­ბი­ნა, ასე გაგ­რძელ­და სა­მი თვე, მხო­ლოდ პურ­სა და ყა­ვას გვაძ­ლევ­დნენ. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ამ სას­ტუმ­რო­დან გა­მო­პარ­ვა მო­ვა­ხერ­ხეთ, სა­ბერ­ძნეთ­ში ის გშვე­ლის, რომ პო­ლი­ცია ყველ­გან ფულს იღებს. რამ­დე­ნი­მე კვი­რის შემ­დეგ ერ­თ-ერთ ოჯახ­ში ბავ­შვის მომ­ვლე­ლად და­ვიწყე მუ­შა­ო­ბა..

მა­რი­ნე მეს­ხი: - ამ და­ნა­შა­ულს სა­მი სტა­დია აქვს - მსხვერპლს ჯერ გა­და­ი­ბი­რე­ბენ, მოტყ­უ­ე­ბით ჰპირ­დე­ბი­ან, რომ და­ა­საქ­მე­ბენ ქვეყ­ნის შიგ­ნით ან გა­რეთ, ჰპირ­დე­ბი­ან მა­ღალ ანაზღ­ა­უ­რე­ბას, შემ­დეგ მიჰ­ყავთ, არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი საზღ­ვარ­გა­რეთ გაყ­ვა­ნა, ხში­რად ქვეყ­ნის ერ­თი ნა­წი­ლი­დან მე­ო­რე­ში გა­დაჰ­ყავთ ფი­ზი­კუ­რი, შრო­მი­თი თუ სექ­სუ­ა­ლუ­რი ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის მიზ­ნით, უცხ­ო­ეთ­ში ტრე­ფი­კინ­გი კი და­მამ­ძი­მე­ბე­ლი გა­რე­მო­ე­ბა­ა. მე­სა­მე ეტა­პი კი უკ­ვე გა­დაყ­ვა­ნი­ლი ადა­მი­ა­ნის ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ა­ა, ამ დროს მი­მარ­თა­ვენ ძა­ლა­დო­ბის სხვა­დას­ხვა ფორ­მას, რომ მსხვერ­პლი მორ­ჩი­ლე­ბა­ში ჰყავ­დეთ - არ­თმე­ვენ პას­პორტს, პი­რა­დო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბელ დო­კუ­მენ­ტებს, უზღ­უ­და­ვენ გა­და­ად­გი­ლე­ბას, ემუქ­რე­ბი­ან, აშან­ტა­ჟე­ბენ, რომ მის რე­ა­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე ახ­ლობ­ლებს შე­ატყ­ო­ბი­ნე­ბენ, გა­უგ­ზავ­ნი­ან ფო­ტო და ვი­დე­ო­მა­სა­ლას, ან ოჯა­ხის წევ­რე­ბის მოკ­ვლით, სი­ცოცხ­ლის ხელ­ყო­ფით ემუქ­რე­ბი­ან... რაც შე­ე­ხე­ბა შრო­მით ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ას, არის ფაქ­ტე­ბი, რო­ცა მიმ­ღე­ბი ოჯა­ხი ბავ­შვთა სახ­ლი­დან წა­მოყ­ვა­ნილ მო­ზარდს ფი­ზი­კუ­რად ამუ­შა­ვებს, ანუ, ფაქ­ტობ­რი­ვად, მუ­შა­ხე­ლად აიყ­ვა­ნა, და თუ ბავ­შვის შრო­მი­თი ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის მიზ­ნით აყ­ვა­ნა და­დას­ტურ­და, ეს კა­ნო­ნით ის­ჯე­ბა; არას­რულ­წლო­ვან­თა ტრე­ფი­კინ­გი­სათ­ვის გა­და­ბი­რე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლი არ არის. სექ­სუ­ა­ლუ­რი ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის შემ­ზა­რა­ვი მა­გა­ლი­თია სა­ქარ­თვე­ლოს ერ­თ-ერთ ქა­ლაქ­ში არას­რულ­წლო­ვა­ნის ტრე­ფი­კინ­გი სა­კუ­თა­რი დე­დის მი­ერ, რო­მე­ლიც 11 წლის გო­გო­ნას 2 წლის გან­მავ­ლობ­აში პორ­ნო­სუ­რა­თებს უღებ­და, ფო­ტო და ვი­დე­ო­გა­და­ღე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას აი­ძუ­ლებ­და და ის­რა­ე­ლის მო­ქა­ლა­ქე 42 წლის მა­მა­კაც­თან ერ­თად მას ინ­ტერ­ნეტქსელ­ში ათავ­სებ­და, რის­თვი­საც სა­ფა­სურს იღებ­და. და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი გო­გო­ნა ჩვე­ნი ფონ­დის თავ­შე­სა­ფარ­ში გად­მო­იყ­ვა­ნეს.

ნი­ნო კვი­ტაშ­ვი­ლი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია