"ქართველი ახალგაზრდების უმეტესობა ნარკოტიკზე და ალკოჰოლზეა დამოკიდებული"

"ქართველი ახალგაზრდების უმეტესობა ნარკოტიკზე და ალკოჰოლზეა დამოკიდებული"

"ჩვე­ნი უბე­დუ­რე­ბა ეგა­ა: სხვის ფან­დურ­ზე ბუქ­ნა­ო­ბა გვიყ­ვარს, ამი­ტო­მაც მუსრს ავ­ლებ­და სა­ქარ­თვე­ლოს სხვის ქვეყ­ნებ­ში ატე­ხი­ლი ჭი­რი. ხალ­ხიც აზ­ნა­უ­რებს ბა­ძავ­და, პი­პა, ამი­ტო­მაც მშვე­ნი­ერს, "უცხ­ოს" უწო­დებ­დნენ, კარგ ქარ­თულ თხილს - "ბერ­ძნულს" ხო­ლო სა­უ­კე­თე­სო ცერ­ცვსაც - "ბერ­ძნულს" - ამ­ბობს კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დია თა­ვის გე­ნი­ა­ლურ "დი­დოს­ტა­ტის მარ­ჯვე­ნა­ში". ალ­ბათ და­მე­თან­ხმე­ბით, რომ ეს თვი­სე­ბა ქარ­თვე­ლებს დღე­საც მო­ჭარ­ბე­ბუ­ლად გვაქვს. სწო­რედ ამ პრობ­ლე­მა­ზე ვე­სა­უბ­რეთ წმინ­და კვი­რი­კე­სა და ივ­ლი­ტას სა­ხე­ლო­ბის ტაძ­რის მღვდელ­მსა­ხურს, დე­კა­ნოზ ლა­ზა­რე დუ­ლუ­ზა­ურს:

- სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენ მარ­თლაც გვაქვს ეს თვი­სე­ბა, რაც ალ­ბათ ჩვე­ნი ნაკ­ლი­ა. უმე­ტე­სო­ბას დღე­საც ჰგო­ნი­ა, რომ რაც კარ­გი­ა, ყვე­ლა­ფე­რი უცხ­ო­უ­რი­ა, უცხ­ო­ე­თი­დან არის შე­მო­ტა­ნი­ლი. ჩვენ­მა დიდ­მა მწე­რალ­მა, კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ა­მაც ისე­ვე ამ­ხი­ლა ჩვე­ნი ნაკ­ლი, რო­გორც თა­ვის დრო­ზე წმინ­და ილია მარ­თა­ლი ამ­ხელ­და. ჩვენ გვჭირ­დე­ბა სე­რი­ო­ზუ­ლი და­ფიქ­რე­ბა და სა­კუ­თარ თავ­ში ჩაღრ­მა­ვე­ბა - ვინ ვართ, სა­ი­დან მოვ­დი­ვართ, სა­ით მივ­დი­ვართ, ან რა მი­სი აკის­რია თი­თო­ე­ულ ჩვენ­განს. ამა­ვე დროს, ძა­ლი­ან სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე­ე­ბი ვართ, შე­იძ­ლე­ბა უცხ­ო­ელს თან გა­დავ­ყვეთ, ამ დროს ჩვე­ნი­ა­ნი დაგ­ვა­ვიწყ­დეს და ერ­თმა­ნეთს და­ვე­რი­ოთ. სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე­ო­ბა ძა­ლი­ან კარ­გი­ა, მაგ­რამ გა­და­მე­ტე­ბუ­ლი და გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი არა­ფე­რი ვარ­გა. გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი ლმო­ბი­ე­რე­ბა და სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე­ო­ბა უკან ცუ­დად გვიბ­რუნ­დე­ბა ხოლ­მე. ყვე­ლამ იცის, რო­გორ შე­ვი­ფა­რეთ და მი­ვი­ღეთ მე­გობ­რე­ბად აფ­ხა­ზე­ბი და ოსე­ბი, რომ­ლებ­მაც მე­რე ზურ­გში ლახ­ვა­რი ჩაგ­ვცეს და ჩვე­ნი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი მი­ით­ვი­სეს. რა­საკ­ვირ­ვე­ლი­ა, არა­ვის უნ­და, რომ იგი­ვე გან­მე­ორ­დეს და ისე­დაც დაშ­ლილ­-და­ქუც­მა­ცე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო კი­დევ უფ­რო და­ნა­წევ­რდეს.

- სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არ ცხრე­ბა კა­მა­თი - უნ­და შეწყ­დეს თუ არა ქარ­თუ­ლი მი­წე­ბის გას­ხვი­სე­ბა უცხ­ო­ე­ლებ­ზე.

- უცხ­ო­ე­ლე­ბის მი­ერ მი­წის შეს­ყიდ­ვა ჩვენს მო­მა­ვალ თა­ო­ბებს აუ­ცი­ლებ­ლად შე­უქ­მნის პრობ­ლე­მებს. თა­ნაც, სა­ქარ­თვე­ლოს ისე­დაც მცი­რე ტე­რი­ტო­რი­ე­ბი აქვს, ამი­ტომ, უცხ­ო­ე­ლებს მი­წის თა­ვი­სუფ­ლად ყიდ­ვა არ უნ­და შე­ეძ­ლოთ - ასე­თია ჩე­მი აზ­რი და იმე­დი მაქვს, რომ ბევ­რი და­მე­თან­ხმე­ბა.

- მო­დით, იმა­ზეც ვი­სა­უბ­როთ, რომ სულ უფ­რო გახ­შირ­და შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც ქარ­თვე­ლი გო­გო­ნე­ბი უცხ­ო­ეთ­ში მი­დი­ან და იქ თხოვ­დე­ბი­ან. სხვა­თა შო­რის, ქარ­თვე­ლი გო­გო­ნე­ბის უცხ­ო­ე­ლი მე­უღ­ლე­ე­ბის დი­დი ნა­წი­ლი ქორ­წი­ნე­ბამ­დე ან მას შემ­დეგ მარ­თლმა­დი­დებ­ლად ინათ­ლე­ბა.

- სამ­წუ­ხა­როდ, დღეს ახალ­გაზ­რდებს არა აქვთ სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ ოჯა­ხი არ­ჩი­ნონ, უმე­ტე­სო­ბა ალ­კო­ჰოლ­ზე, ნარ­კო­ტიკ­ზე და ისეთ ნივ­თი­ე­რე­ბებ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი­, რო­მელ­საც შე­უძ­ლია ადა­მი­ა­ნი ერ­თი­ა­ნად მოს­პოს და და­ან­გრი­ოს. რო­დე­საც ახალ­გაზ­რდა ქა­ლი ან გო­გო­ნა ხე­დავს, რომ ქარ­თველ მა­მა­კა­ცებს არა აქვთ უნა­რი ოჯახს მო­უ­ა­რონ და შვი­ლე­ბი შე­ი­ნა­ხონ, მი­დის და თხოვ­დე­ბა იმა­ზე, ვი­საც ეს არ გა­უ­ჭირ­დე­ბა. ამი­ტომ თხოვ­დე­ბი­ან საზღ­ვარ­გა­რეთ და ბევრ ქარ­თველ ბიჭ­საც ცო­ლად უცხ­ო­ე­ლი მოჰ­ყავს. ძი­რი­თა­დად, ამ ნა­ბი­ჯის გა­დად­გმას ფი­ნან­სუ­რი მხა­რე აი­ძუ­ლებთ.

- თქვენ ალ­ბათ ჯვა­რიც და­გი­წე­რი­ათ ასე­თი წყვი­ლის­თვის. რით შე­იძ­ლე­ბა აიხ­სნას, რომ ევ­რო­პე­ლე­ბიც და ამე­რი­კე­ლე­ბი უც­ბად გად­მო­დი­ან ჩვენს რწმე­ნა­ზე?

- რამ­დე­ნი­მე ასეთ წყვილს მარ­თლაც დავ­წე­რე ჯვა­რი. უფ­რო ხში­რად, ცო­ლი ქარ­თვე­ლი­ა, ხო­ლო სი­ძე - უცხ­ო­ე­ლი. რომ ვე­კითხ­ე­ბით, რა­ტომ გაჰ­ყე­ვი ცო­ლად უცხ­ო­ელ­სო, ყვე­ლა ერ­თნა­ი­რად გვპა­სუ­ხობს: აქ ვერ ვი­პოვე ადა­მი­ა­ნი, ვინც მო­მივ­ლი­და, ვის­თა­ნაც თავს მშვი­დად ვიგ­რძნობ­დი და ბედ­ნი­ე­რი ვიქ­ნე­ბო­დი­ო. რაც შე­ე­ხე­ბა იმას, თუ რა­ტომ იც­ვლი­ან ევ­რო­პე­ლე­ბი რწმე­ნას ად­ვი­ლად, ეს იმით აიხ­სნე­ბა, რომ კა­თო­ლი­კე­ე­ბი ხში­რად არ არი­ან მტკი­ცე მორ­წმუ­ნე­ე­ბი. მათ ხში­რად არც იცი­ან, რას ნიშ­ნავს მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბა და კა­თო­ლი­კო­ბა, ან რა გან­სხვა­ვე­ბაა მათ შო­რის. ამი­ტომ ძა­ლი­ან ხში­რად ინათ­ლე­ბი­ან მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რად. თუმ­ცა, ჩვენ მათ სა­ა­მი­სოდ ვამ­ზა­დებთ ხოლ­მე: ორი კვი­რა მა­ინც სჭირ­დე­ბა, რომ ის­წავ­ლონ მრწამ­სი, მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბის შე­სა­ხებ მე­ტი გა­ი­გონ და მოკ­ლე კა­ტე­ხიზ­მო მა­ინც გა­იც­ნონ. ვაჩ­ვე­ნებთ, თუ რა არის მცდა­რი კა­თო­ლი­ციზ­მში, ან რა გან­სხვა­ვე­ბაა ამ ორ სარ­წმუ­ნო­ე­ბას შო­რის. უფ­რო ხში­რად მათ მე­უღ­ლის სიყ­ვა­რუ­ლი ეხ­მა­რე­ბათ და რწმე­ნა­საც ად­ვი­ლად იც­ვლი­ან, რა­საც ვერ ვიტყ­ვით მუ­სლი­მა­ნებ­ზე - ირა­ნე­ლებ­ზე, თურ­ქებ­ზე, აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლებ­სა და სხვებ­ზე. ისი­ნი ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თად ინათ­ლე­ბი­ან, თუმ­ცა, ეს არ ით­ქმის ფე­რე­იდ­ნელ ქარ­თვე­ლებ­ზე, რომ­ლე­ბიც ძალ­ზე ხში­რად ინათ­ლე­ბი­ან, ზოგ­ჯერ 7-8 ადა­მი­ა­ნიც კი მო­სუ­ლა ერ­თად და მო­ნათ­ლუ­ლა. მო­დი­ან არა­ბე­ბი, რამ­დე­ნი­მე ჩი­ნე­ლიც მო­ი­ნათ­ლა. ზოგ­მა შე­იძ­ლე­ბა არც იცის, რა არის მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბა. ზო­გი­ერთს ჰგო­ნი­ა, რომ მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რად თუ მო­ი­ნათ­ლე­ბა, უფ­რო ად­ვი­ლად და­იმ­კვიდ­რებს თავს ამ ქვე­ყა­ნა­ში. ­ა­მი­ტომ, უც­ბად არ ვნათ­ლავთ, ვიდ­რე სა­კუ­თარ გრძნო­ბებ­ში კარ­გად არ გა­ერ­კვე­ვი­ან. ზო­გის­თვის მიგ­ვი­ცია წიგ­ნე­ბი, რე­ლი­გი­უ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რა, მაგ­რამ უკან აღარ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლან, ესე იგი, მათ ან­გა­რე­ბა ამოძ­რა­ვებ­და. თუ­ ა­და­მი­ან­მა არ გა­აც­ნო­ბი­ე­რა, რა არის მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბა და არ აღი­ა­რა, რომ ეს ჭეშ­მა­რი­ტი რწმე­ნა­ა, ჩვენ ასე ად­ვი­ლად ვერ მოვ­ნათ­ლავთ, მით უმე­ტეს, უცხ­ო­ელს.

- ქარ­თვე­ლი ქა­ლე­ბი თუ იც­ვლი­ან რწმე­ნას, რო­დე­საც უცხ­ო­ე­ლებ­ზე თხოვ­დე­ბი­ან?

- სხვა­თა შო­რის, ქარ­თველ გო­გო­ნებ­ში ჩვენ უფ­ლის ჭეშ­მა­რიტ სიყ­ვა­რულს ვხე­დავთ. ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თად ხდე­ბა, რომ ქარ­თველ­მა ქალ­მა მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბას უღა­ლა­ტოს და სხვა სარ­წმუ­ნო­ე­ბა­ზე გა­და­ვი­დეს, მე მარ­ტო ერ­თი თუ ორი შემ­თხვე­ვა მაქვს გა­გო­ნი­ლი. ეგ კი არა, ზოგ­ჯერ მთელ ოჯახ­სა და სა­ნა­თე­სა­ოს გად­მო­ი­ბი­რე­ბენ და მარ­თლმა­დი­დებ­ლურ ტა­ძარ­ში მო­იყ­ვა­ნენ ხოლ­მე. ეს იმის ბრა­ლი­ა, რომ ჩვენ სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მარ­თლმა­დი­დებ­ლე­ბი ვი­ყა­ვით და ეს რწმე­ნა ჩვენს სულ­ში ბი­ნად­რობს. კარ­გი­ა, რომ უცხ­ო­ე­ლე­ბი ინათ­ლე­ბი­ან, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­რო­ა, რომ ეს ხალ­ხი მოგ­ვაკ­ლდა და იმის ნაც­ვლად, რომ ჩვე­ნი ერი ემ­რავ­ლე­ბი­ნათ, უცხ­ო­ე­ლე­ბი უნ­და ამ­რავ­ლონ.

ხა­თუ­ნა ჩი­გო­გი­ძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია