პრემიერობის ყველაზე რეალურ კანდიდატად დავით სერგეენკო სახელდება

პრემიერობის ყველაზე რეალურ კანდიდატად დავით სერგეენკო სახელდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე ბიძინა ივანიშვილის შემცვლელად მთავრობის რამდენიმე წევრის კანდიდატურა განიხილება, თუმცა პრემიერობის ყველაზე რეალურ კანდიდატად ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო სახელდება.

სერგეენკოს კანდიდატურის რეალურობა "ინტერპრესნიუსს" მთავრობასთან დაახლოებულმა რამდენიმე პირმა დაუდასტურა.

აღსანიშნავია, რომ ამ თემაზე ჯანდაცვის მინისტრს კითხვა რამდენჯერმე დაუსვეს, ბოლოს მან მედიას ასეთი პასუხი გასცა: "ამ საკითხზე კონსულტაციები პრიორიტეტული არ არის. პრიორიტეტული საპრეზიდენტო არჩევნებია. დარწმუნებული ვარ, არჩევნები ჩაივლის და კარგი შედეგები დაფიქსირდება. ჯანდაცვის მინისტრობაც არ ყოფილა ჩემთვის ბავშვობის ოცნება. როგორც ქვეყანას დასჭირდება, ის იქნება პრიორიტეტი ჩემთვისაც".

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა