პრეზიდენტის რეზიდენციასთან აქციას პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი შეუერთდა

პრეზიდენტის რეზიდენციასთან აქციას პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი შეუერთდა

პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციასთან გამოსამშვიდობებელი აქცია გაიმართა. სწორედ იმ დროს, როცა მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარ ვაჰაგან ჩახალიანს ახალქალაქში ტუქსავდა, თბილისში ავლაბრის რეზიდენციასთან შეკრებილი მხარდამჭერები სამადლობელი ლოზუნგებით პრეზიდენტს ემშვიდობებოდნენ - "ნახვამდის, ბატონო პრეზიდენტო", "მომავალ შეხვედრამდე", მადლობა ყველაფრისთვის".

ავლაბრის რეზიდენციასთან შეკრებილებმა სააკაშვილს ცხრა წლიანი მმართველობის გამო მადლობა გადაუხადეს.

პრეზიდენტის მხარდამჭერ აქციაზე მივიდა პიანისტი ხატია ბუნიათიშვილიც. აქციის მონაწილეები მას მიესალმნენ და სამახსოვრო სურათები გადაიღეს. თავად ბუნიათაშვილმა ჟურნალისტებისთვის კომენტარიც გააკეთა. მისი თქმით, ის ყველას მაგივრად, ყველას სახელით პრეზიდენტს მადლობას უხდის და მიაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილი არის გენიოსი. "მიმაჩნია, რომ ჩვენი პრეზიდენტი გენიოსია", - აღნიშნა ხატია ბუნიათიშვილმა.

ჟურნალისტებთან ისაუბრა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა და მოძრაობა "პატრიოტის" ლიდერმა გიორგი მაზმანიანმაც. "დიახ, იყო შეცდომები, რომლებსაც თავად პრეზიდენტი აღიარებს, მაგრამ ეს ერთი პროცენტი არაფერია, იმ პროგრესთან, რასაც ბოლო 9 წლის განმავლობაში პრეზიდენტმა მიაღწია. ჩვენთვის, აქ შეკრებილი ადამიანებისთვის მიხეილ სააკაშვილი ყოველთვის იქნება ერთიანი, ძლიერი და პროგრესული ქვეყნის სიმბოლო", - განაცხადა მაზმანიანმა.

აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ მაზმანიანი არაორგანიზებულობისა და ხალხის რაოდენობის სიმცირის გამო გააკრიტიკა, რამაც მაზმანიანის გაღიზიანება გამოიწვია.  "ეს არასამთავრობო ორგანიზაციის აქციაა და არა მიტინგი, გთხოვთ ტერმინები განასხვავოთ ერთმანეთისგან, აქ ძალით ვერავის მოვიყვანდით, ვინც მომსვლელი იყო, მოვიდა"- აღნიშნა მაზმანიანმა.

აქციის საპასუხოდ პრეზიდენტის რეზიდენცის ერთ-ერთი ფარჯრიდან საქართველოს დროშა გადმოკიდეს, ახალგაზრდებმა კი ექსპრომტად საქართველოს ჰიმნი შეასრულეს.

აქცია მოძრაობა  "პატრიოტების" ინიციატივით გაიმართა.

იხილეთ ფოტოგალერეა

სალომე შიხაშვილი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია