თბილისში წიგნის საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ

თბილისში წიგნის საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ

თბილისში წიგნის საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ. მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის აღსაზრდელები წიგნის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დღეს იოსებ გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმში გამართავენ.

წლევანდელი წიგნის საერთაშორისო დღე თბილისის მემატიანეს, ლექსიკოგრაფს, ბიბლიოგრაფს, მკვლევარს, საქართველოს სახალხო პოეტს, მსახიობსა და დრამატურგს, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსს, სომხეთის ხლოვნების დამსახურებულ მოღვაწეს, მთარგმნელს, ძველი თბილისის მეხოტბეს, იოსებ გრიშაშვილს ეძღვნება.

საღამოზე გაიჟღერებს რადიოს ოქროს ფონდში დაცული, იოსებ გრიშაშვილის უნიკალური ჩანაწერი - მის მირ წაკითხული ლექსები. გრიშაშვილის ლექსებს ახალგაზრდადეკლამატორები: ბექა იაშაღაშვილი, თორნიკე თოდრია, მარიამ მირიანაშვილი, იზი ბედოშვილი, გიორგი ფერაძე, ლიზი კვაჭაძე, მარიამ ონიანი, ელენე მაისურაძე, ნინო ხეცურიანი, თამარ შანიძე, დავით ლაღაძე და თამარ გიორგაძე წაიკითხავენ. საღამოს მუსიკალურად მედუდუკეთა ანსამბლი გააფორმებს. ხოლო აჭარის დამსახურებული არტისტი ნაზი სარჯველაძე გრიშაშვილის ლექსზე შექმნილ რომანსს შეასრულებს.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია