ბათუმში, "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან აქცია გაიმართება

ბათუმში, "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან აქცია გაიმართება

ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე "ნაციონალური მოძრაობის ოფისთან" აქცია გაიმართება. როგორც "ინტერპრესნიუსს" აქციის ორგანიზატორმა, პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებულმა ჯემალ დუაძემ განუცხადა, აქციის მიზანია მიხეილ სააკაშვილის ცხრაწლიანი მმართველობის დასასრულის აღნიშვნა.

"დღეს "ნაციონალური მოძრაობის" 9 წლიანი მმართველობის გასვენებას აღვნიშნავთ. საქართველოს მოქალაქეებმა, ბათუმის მცხოვრებლებმა ხარჯები უნდა გავიღოთ, ღირსეული ქელეხი მოვუწყოთ და პრეზიდენტი გავასვენოთ. იქნება ქელეხის სუფრა, კუბო და სხვა გასვენებისთვის საჭირო ინვენტარი", - აღნიშნა ჯემალ დუაძემ.

აქცია 14:00 საათზე დაიწყება.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა