129 წლის წი­ნან­დე­ლი სა­არ­ჩევ­ნო ცი­ებ­-ცხე­ლე­ბა

129 წლის წი­ნან­დე­ლი სა­არ­ჩევ­ნო ცი­ებ­-ცხე­ლე­ბა

ვიდ­რე ძვე­ლი პრე­სის სა­ხა­ლი­სო ყურ­მოკ­რულ ამ­ბებს მო­გითხ­რობთ, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის არ­ჩევ­ნებს გვინ­და, გა­მო­ვეხ­მა­უ­როთ. უწი­ნაც ტარ­დე­ბო­და არ­ჩევ­ნე­ბი, ირ­ჩევ­დნენ, არ მოს­წონ­დათ, მოს­წონ­დათ, აყალ­ბებ­დნენ, ვერ აყალ­ბებ­დნენ. ერთ ამ­ბავს გა­და­ვაწყ­დით. მარ­თა­ლი­ა, მას­შტა­ბით ჩვენს ამ­ჟა­მინ­დელ არ­ჩევ­ნებს ვერ შე­ედ­რე­ბა, რად­გან მხო­ლოდ მა­მა­სახ­ლი­სის არ­ჩევ­ნებს ეხე­ბა, მაგ­რამ სა­გუ­ლის­ხმო­საც ბევრს აღ­მო­ა­ჩენთ და ჩვენს ბო­ლოდრო­ინ­დელ არ­ჩევ­ნებ­თან პა­რა­ლელ­საც იო­ლად გა­ავ­ლებთ. სხვა­თა შო­რის, მოქ­მედ პირ­თა­გან არც დღე­ვან­დე­ლი "პერ­სო­ნა­ჟე­ბის" პრო­ტო­ტი­პე­ბის ამოც­ნო­ბა გა­გი­ჭირ­დე­ბათ.

მაშ, ასე, 129 წლის წინ, 1884 წლის 27 მარტს გა­ზეთ "დრო­ე­ბის" კარ­და­ნა­ხე­ლი კო­რეს­პონ­დენ­ტი იუწყ­ე­ბო­და:

"გუ­შინ სიღ­ნა­ღი­დამ ჩა­მო­ვი­და "ჩი­ნოვ­ნი­კი" თა­ვის ჩაფ­რე­ბით. პა­ტა­რა ხანს უკან სო­ფელ­ში გა­ის­მა გზი­რე­ბის ხმა: "ხალ­ხო! კან­ცე­ლა­რი­ას­თან გა­მო­დით, ხვალ მა­მა­სახ­ლი­სის არ­ჩე­ვა­ზე, კან­ცე­ლა­რი­ას­თან". დი­დი ძა­ხი­ლი არ უნ­დო­და სო­ფელს, რად­გან ძვე­ლი მა­მა­სახ­ლი­სის­გან თავ­-მო­ბეზ­რე­ბულ­ნი სი­ხა­რუ­ლით მო­ე­ლოდ­ნენ მის გა­მოც­ვლის დღეს. ოთხ­ას­ზე მო­მე­ტე­ბუ­ლი კა­ცი იყო... აგერ მაზ­რის უფ­რო­სი და მომ­რი­გე­ბე­ლი შუ­ა­მა­ვალ­ნიც ჩა­მო­ვიდ­ნენ. ხალ­ხი მა­ში­ნათ­ვე რამ­დენ­სა­მე წრედ გაჰ­ყვეს, გა­დი­ხა­დეს პა­რაკ­ლი­სი და და­იწყ­ეს მო­ხე­ლე­ე­ბის ამორჩე­ვა. პა­რაკ­ლი­სის შემ­დეგ ად­გი­ლობ­რივ­მა მღვდელ­მა ი. შ-ვილ­მა მიჰ­მარ­თა ხალხს მცი­რე­დი სიტყ­ვით, რომ­ლი­თაც მან პირ­ვე­ლად აუხ­სნა სწავ­ლის მნიშ­ვნე­ლო­ბა, შემ­დეგ - მო­ხე­ლე­ე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა სო­ფელ­ში. სიტყ­ვა და­ბო­ლოვ­და მით­თუ რო­გო­რი კა­ცე­ბი არი­ან სა­სარ­გებ­ლო­ნი მო­ხე­ლე­ე­ბათ სო­ფელ­ში და რო­გორ­ნი მავ­ნე­ნი.

ამ მცი­რედ­მა სიტყ­ვამ ჯე­რო­ვა­ნი გავ­ლე­ნა იქო­ნია და გა­ა­თა­ვა, თუ არაი-­შვილ­მა სიტყ­ვა, ხალ­ხმა ერ­თბა­შად წა­მო­ი­ძა­ხა: "მო­ხე­ლედ ნამ­ყოფ­ნი აღარ გვინ­და, ეგე­ნი და­ოს­ტა­ტე­ბულ­ნი არი­ან, ახა­ლი ხალ­ხი ჩას­წე­რეთ ბა­ტო­ნე­ბო, ახა­ლი".

ხალ­ხის ასე­თი უცე­ბი სურ­ვი­ლი, რა­საკ­ვირ­ვე­ლი­ა, არ ეჭაშ­ნი­კათ, უფ­რო იმათ, რო­მელ­ნიც წი­ნად­ვე სხვა­დას­ხვა მან­ქა­ნე­ბით ცდი­ლობ­დენ მო­ხე­ლე­ო­ბა ეგ­დოთ ხელ­ში. ამათ­ში, რა­საკ­ვირ­ვე­ლი­ა, ერივ­ნენ წი­ნათ ნამ­ყო­ფე­ბი მო­ხე­ლედ.

მარ­თლაც, ხალ­ხმა მთლად გა­ა­შა­ვა ძვე­ლად ნამ­ყო­ფი მო­ხე­ლე ხალ­ხი და რო­გორც მა­მა­სახ­ლი­სად, აგ­რეთ­ვე მო­სა­მარ­თლე­ე­ბა­დაც ახ­ლე­ბი ამო­ირ­ჩი­ა".

მოამზადა ირმა ხარშილაძემ

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია