პროკურატურა სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით ბაჩო ახალაიასთვის აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობას ითხოვს

პროკურატურა სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით ბაჩო ახალაიასთვის აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობას ითხოვს

პროკურატურა სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით ბაჩო ახალაიასთვის აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობას ითხოვს. თბილისის საქალაქო სასამართლოში ახალ ბრალდებასთან დაკავშირებით ახალაიას მიმართ აღმკვეთ ღონისძიებაზე მსჯელობა მიმდინარეობს. რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას, ბაჩო ახალაიას ადვოკატები დღევანდელ პროცესზე სასამართლოს არასაპატიმრო ღონისძიების შუამდგომლობით მიმართავს.

როგორც პროცესის დაწყებამდე ახალაიას ადვოკატმა, გოგა ონიანმა განაცხადა, დაცვის მხარე ყველანაირად ეცდება, რომ დღევანდელ პროცესზე ახალაიას მიმართ საპატიმრო ღონისძიება არ იქნას გამოყენებული. ამასთან, გოგა ონიანის თქმით, ახალი ბრალდების ერთ-ერთ მთავარ მოწმეს, სასჯელაღსრულების დაწესებულების ყოფილ დირექტორს, თემურ ტაბაღუას ჩვენება ზეწოლის შედეგად მიაცემინეს, რასაც ტაბაღუას მამა, ემზარ ტაბაღუა ესწრებოდა. ადვოკატის თქმით, აღნიშნული დასტურდება იმ ვიდეოჩანაწერით, რომელიც დაცვის მხარეს გააჩნია.

ონიანის თქმით, აღნიშნულ ვიდეომასალას დაცვა პროცესზე წარადგენს. ამასთან, ბაჩო ახალაიას ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფთან მიმართებაში დარღვეულია კონსტიტუციური უფლება, რადგან წინასწარი პატიმრობა განსაზღრულია 9 თვის ვადით, ახალაია კი უკვე 11 თვეა პატიმრობაში იმყოფება

ბაჩო ახალაიას ბრალი გუშინ, სანდრო გირგვლიანის საქმეზე დაუმძიმდა. როგორც მთავარ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, ახალაია სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიეცა.

"დადგენილია, რომ ბაჩანა ახალაიამ, რომელიც დაკისრებული მოვალეობების საწინააღმდეგოდ მოქმედებდა, საკუთარი ძმის, დავით ახალაიასა და სანდრო გირგვლიანის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში მონაწილე სხვა პირთათვის უკანონო უპირატესობის მინიჭების მოტივით დაარღვია საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებები, კონსტიტუცია და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით სასჯელაღსრულების მე-7 და მე-10 დაწესებულებების საქმიანობაში უკანონო ჩარევის გზით განაპირობა სანდრო გირგვლიანის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში მსჯავრდებულ პირთა - გერონტი ალანიას, ალექსანდრე ღაჭავას, ავთანდილ აფციაურისა და მიხეილ ბიბილურიძის მიმართ დადგენილი განაჩენის არასათანადოდ აღსრულება", - აცხადებენ პროკურატურაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ