დღეს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებია

 დღეს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებია

27 ოქტომბერს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებია. საქართველოს მოსახლეობა რიგით მეოთხე პრეზიდენტს აირჩევს. არჩევნებში 23 კანდიდატი იყრის კენჭს, მათგან ცხრა კანდიდატი პოლიტიკურმა პარტიამ წარადგინა, ხოლო - 12 საინიციატივო ჯგუფმა.

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატები საარჩევნო ბიულეტენში შემდეგი თანმიმდევრობით არიან შეყვანილი:

#1. თამაზ ბიბილური (საინიციატივო ჯგუფი);

#2. გიორგი ლილუაშვილი (საინიციატივო ჯგუფი);

#3. სერგო ჯავახიძე (სამართლიანი საქართველოსთვის);

#4. კობა დავითაშვილი (ხალხის პარტია);

#5. დავით ბაქრაძე (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა);

#6. აკაკი ასათიანი (ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი);

#7. ნინო ჭანიშვილი (საინიციატივო ჯგუფი);

#8. თეიმურაზ ბობოხიძე (საინიციატივო ჯგუფი);

#9. შალვა ნათელაშვილი (ლეიბორისტული პარტია);

#10. გიორგი თარგამაძე (ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა);

#11. ლევან ჩაჩუა (საინიციატივო ჯგუფი);

#12. ნესტან კირთაძე (საინიციატივო ჯგუფი);

#13. გიორგი ჩიხლაძე (საინიციატივო ჯგუფი);

#14. ნინო ბურჯანაძე ("დემოკრატიული მოძრაობა –ერთიანი საქართველო");

#15. ზურაბ ხარატიშვილი ("საქართველოს ევროპელი დემოკრატები");

#16. მიხეილ სალუაშვილი (საინიციატივო ჯგუფი);

#17. ქართლოს ღარიბაშვილი (საინიციატივო ჯგუფი);

#18. მამუკა ჭოხონელიძე (საინიციატივო ჯგუფი);

#19. ავთანდილ მარგიანი (საინიციატივო ჯგუფი);

#20. ნუგზარ ავალიანი (საინიციატივო ჯგუფი);

#21. მამუკა მელიქიშვილი (საინიციატივო ჯგუფი);

#22. თეიმურაზ მჟავია ("ქრისტიან-დემოკრატიული სახალხო პარტია");

#41. გიორგი მარგველაშვილი ("ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო").

საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში მეექვსედ იმართება და მოსახლეობა, ზვიად გამსახურდიას, ედუარდ შევარდნაძისა და მიხიელ სააკაშვილის შემდეგ, მე-4 პრეზიდენტს ირჩევს.

საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ამომრჩეველთა რაოდენობა 73 საარჩევნო ოლქში 3 537 719 –ს შეადგენს.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა