ანი ნადარეიშვილი ბაჩო ახალაიას საქმეზე გადაწყვეტილებას აპროტესტებს და სოციალურ ქსელ Facebook-ზე მწვავე განცხადებებს აქვეყნებს.
"არ გეგონოთ რომ გაგვტეხთ!!! უფრო მაგრად და უფრო მეტად ვიბრძოლებთ!!! ამით უფრო ვძლიერდებით თქვე უსუსურებო და ლაჩრებო!!! დაიმახსოვრეთ, მართალი ადამიანი ყოველთვის იმარჯვებს!!!" - წერს ანი ნადარეიშვილი.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ბაჩო ახალაიას ახალ ბრალდებაზე, რომელიც სანდრო გირგვლიანის საქმეს უკავშირდება, აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.
ბაჩო ახალაიას საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადებას ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყა. თბილისის საქალაქო სასამართლოში ბაჩო ახალაიასთვის აღმკვეთი ღონისძიების სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, დაპირისპირება მოხდა.
ასევე იხილეთ: ბაჩო ახალაიას მხარდამჭერებმა პროკურორს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს